
ქალის სილამაზეში თმა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილია. თითოეულ ჩვენგანს აქვს თმის მოვლის თავისებური საიდუმლოები. დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ ორ შესანიშნავ რეცეპტს თმის ზრდისა და თმის ბოლქვების გაძლიერებისთვის.
ესაა ორი გასაოცარი ნიღაბი, რომელიც თმის ყოველი დაბანის შემდეგ უნდა გაიკეთოთ. თუმცა, არჩევანი თქვენზეა. გეტყვით, რომ ორივე მათგანი დიდებულად მუშაობს. პირველი ნიღაბი უხდება მშრალ და ნორმალურ თმას, მეორე – ნორმალურ და ცხიმიან თმას. შეგიძლიათ, თქვენ ორივე სცადოთ და განსაზღვროთ, რომელი მოგეწონებათ უფრო მეტად.
თმის გასაზრდელი ნიღბები
ნიღაბი №1
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხის გული
- 1 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი
- 1/2 ჩ.კ. რევანდის ზეთი
მომზადება და გამოყენება
ნიღბის გამოყენებამდე დაიბანეთ და გაიშრეთ თმა.
- ორი კვერცხის გული მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და ათქვიფეთ.
- დაუმატეთ გულებს ზეთი და ფხვნილი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- თმის ძირებზე წაისვით მიღებული ნიღაბი. რაც დარჩება, გადაინაწილეთ თმის სიგრძეზე. დაიხურეთ თმაზე პოლიეთილენის ქუდი და შეიხვიეთ პირსახოცით ან თავშლით.
- ჩამოიბანეთ 30 წუთში შამპუნით.
ნიღაბი №2
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი
- 3 ს.კ. კეფირი
- 10 წვეთი რევანდის ზეთი
მომზადება და გამოყენება
- შუშის ჭურჭელში ჩაყარეთ ჯანჯაფილის ფხვნილი.
- დაუმატეთ კეფირი, მოურიეთ.
- დაუმატეთ ზეთიც და კიდევ ერთხელ მოურიეთ, ერთიანი მასის მიღებამდე.
- დაბანილ და გამშრალ თმაზე წაისვით მიღებული მასა – პირველ რიგში, თმის ძირებზე, დანარჩენი მასა კი თმის სიგრძეზე გადაინაწილეთ. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შეიხვიეთ პირსახოცით ან თავშლით.
- გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნით.
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას!