
Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გაიკეთოთ იდეალური მაკიაჟი, თუ მრგვალი სახე გაქვთ.
1. კონტური
მრგვალი სახის მქონე ქალის ძირითადი მიზანია სახის ვიზუალურად გახდომა და წაწვეტება. კონტური საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. იგი სახეს აგრძელებს და ვიზუალურად უკარგავს სიმრგვალეს.
2. ფერ-უმარილი ყვრიმალების ქვეშ
მოერიდეთ “რუმიანას” წასმას ლოყის რბილ ნაწილზე, რამდენადაც ეს სახეს უარესად დაამრგვალებს. წაისვით იგი ყვრიმალის ძვლის ქვეშ. ეს სახეს ოდნავ დააგრძელებს.
3. ყავისფერი
მრგვალ სახეს იდეალურად უხდება ყავისფრის ტონები. ისინი კარგია როგორც მელირებისთვის, ისე თვალის ფერის გამოსაკვეთად.
4. კენკრისფერი
თუ მრგვალი სახე გაქვთ და ტუჩების გამოკვეთა გსურთ, კენკრისფერი გამოიყენეთ. აგრეთვე, შეგიძლიათ ტუჩის კონტურიც წაისვათ, მოელვარე ტუჩსაცხის წასმის შემდეგ, უფრო ლამაზი ტუჩები რომ მიიღოთ, რამდენადაც ეს ორი პროდუქტი ერთად შესამჩნევ სილამაზეს ქმნის.
5. ბრონზერი
ეს პროდუქტი თქვენი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს, თუ მრგვალი სახე გაქვთ. ბრონზერით კონტურის შემოვლება იდეალური გზაა სახის დასაგრძელებლად.
6. შეტეხილი წარბი
ეს მაკიაჟს არ ეხება, თუმცა, როცა მრგვალ სახეზე წარბს ე.წ. “ხიდის” ფორმით იკეთებთ, იგი ყურადღებას სახის ფორმიდან თვალის ფერზე გადაიტანს.