
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც იდეალური ყოველდღიური საოფისე მაკიაჟის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
1. ბუნებრივი
გაიკეთეთ ბუნებრივი მაკიაჟი. ოფისი და სქელი მაკიაჟი შეუსაბამოა. თუ ოფისში გაკვამლულ (სმოუქი) მაკიაჟს გაიკეთებთ, ლამაზად კი არა, წვეულების გოგოდ გამოჩნდებით, კრებას კი ასე ვერ დაესწრებით. სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური და უბადლო ლუქი. სქელი მაკიაჟი დილაობით ნაკლებ ძილს ნიშნავს. ვის უნდა ძილის წუთების შეწირვა მაკიაჟისთვის?
2. უბადლო კანი
მაკიაჟი კარგად გამოიყურება, თუ კარგი კანი გაქვთ, ამისთვის კი აუცილებელია დამატებითი კრემი, აგრეთვე, ამქერცლავი საშუალება. თუ ერთ-ერთი იღბლიანი ხართ, სუფთა და მოელვარე კანის მფლობელი, უბრალოდ აირჩიეთ ტონალური დამატენიანებელი კრემი და კონსილერი. შეგიძლიათ, შუქამრეკლი ფუძეც სცადოთ, თუ საუკეთესო საფრის მიღება შეგიძლიათ.
3. თვალები
რა თქმა უნდა, გინდათ, რომ თვალები ლამაზი იყოს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია თვალის საღამოსა და ოფისის მაკიაჟებს შორის სხვაობის ცოდნა. წაისვით ქუთუთოებზე ბუნებრივი ფერის ჩრდილები. აირჩიეთ კანისფერი, მოვარდისფრო ან ღია ვარდისფერი. ახლა წაისვით ცოტაოდენი ლაინერი თვალის დაბოლოებებზე. შავი ლაინერი, თუ მუქი თმა და თვალები გაქვთ, და ყავისფერი – თუ ღია ფერის კანი გაქვთ.
4. წამწამები
შეგიძლიათ, გრძელი წამწამებიც გამოიყენოთ, რამდენადაც ისინი თვალებს ადიდებს და არც დიდ დროს მოითხოვს. წამწამების ტუში თქვენი საუკეთესო მეგობარია, წაისვით იგი, რამდენიც გენებოთ. თუ ოფისში დილით, ძალიან ადრე უნდა მიხვიდეთ, შეგიძლიათ, თვალის თეთრი ლაინერიც წაისვათ – თვალები გადიდდება და ძილის ნაკლებობასაც დამალავთ.
5. ტუჩები
ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რისი გამოკვეთა გსურთ – თვალების თუ ტუჩების? აირჩიეთ ღია ვარდისფერი ან კანისფერი ტუჩები. თუ ტუჩების გალამაზება გსურთ, სცადეთ წითელი ტუჩსაცხი. იგი იდეალურია როგორც წვეულების, ისე დილის შეხვედრებისთვისაც.
6. ფერ-უმარილი
ახლა ცოტაოდენი ფერ-უმარილიც გჭირდებათ, შეუდარებლად რომ გამოიყურებოდეთ. ნუ გამოიყენებთ ბრონზერს. დაგჭირდებათ ცოტაოდენი ვარდისფერი ელვარება და სულ ცოტა ჰაილაითერიც, თუ ულამაზესი ყვრიმალების გამოკვეთა გსურთ.
უბრალოდ დაიცავით ეს წესები და ყოველდღე შესანიშნავად გამოიყურებით. ახლა უკვე შეგიძლიათ, კარგად გამოიძინოთ და ლამაზიც იყოთ.