
ცხოვრების ჯანსაღი წესი მოითხოვს მკაცრ დიეტას, ფიზიკურ სავარჯიშოებსა და სრულყოფილ დასვენებას: ხანდახან, მხოლოდ საკვების დაბალანსებული მოხმარება ფორმის შენარჩუნებაში ან გაუმჯობესებაში ვერ დაგეხმარებათ. ვარჯიშს თავისი უპირატესობები აქვს: წონაში კლება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, განწყობის ამაღლება და ენერგიის მომატება.
ადამიანი ვარჯიშს ენთუზიაზმით იწყებს, თუმცა, დისციპლინის არქონის გამო, მალევე ნებდება. მეტიც, სტრესული ცხოვრების მქონე ადამიანისთვის რთულია 1 საათის გატარება ძვირადღირებულ სპორტ-დარბაზში. ვარჯიშის რეჟიმის გამარტივებისა და გასასიამოვნოების მიზნით, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მხოლოდ 5 სავარჯიშოს, რომლებიც სახლის პირობებში სრულდება.
1. სიარული
სიარული ან ძუნძული ყველაზე მარტივი სავარჯიშოა, რომელსაც სახლში შეასრულებთ. თუ გარეთ მზიანი ამინდია, ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი და გაისეირნეთ პარკში. კიდევ ერთი კარგი იდეა: ადი-ჩამოდით კიბეზე – ასე ფეხებს ტონუსში მოიყვანთ და აერობულ სავარჯიშოს შეასრულებთ.
2. აზიდვები
ძალოვანი დატვირთვა, მაგალითად, აზიდვა, შესანიშნავი გზაა ოფლგამოყოფის გასაძლიერებლად და კალორიების დასაწვავად, რამდენადაც იგი ამუშავებს ბიცეპსებს, ტრიცეპსებსა და სხეულის ქვედა ნაწილის კუნთებს. ზურგის კუნთები იწელება, აუმჯობესებს მოქნილობას, რაც ერთგვარი სავარჯიშოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ეს სავარჯიშოვე შეუშლის ხელს სამომავლოდ ზურგის ტრავმებს და სხეულის პოზაც გამოსწორდება.
3. პრესი
მოკეცვები დაგეხმარებათ მუცლის კუნთების მოდუნებასა და კალორიების დაკარგვაში, თუმცა, ეს სწორად უნდა გააკეთოთ. მუცლის კუნთების გაძლიერების გარდა, იგი აუმჯობესებს სხეულის პოზას და ხელს უშლის ზურგის ტრავმებს.
4. ჩაჯდომები
ფეხის სავარჯიშოდ მიჩნეული ჩაჯდომები, რეალურად, აუმჯობესებს სხეულის პოზას. იგი დაგეხმარებათ კუნთების გაზრდაში და გამოიწვევს ტესტოსტერონისა და ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლებას, რითად სხეულში კუნთოვანი მასის გაუმჯობესებას ჩაუყრის საფუძველს. ისვე დაუჭერს მხარეს სხეულის მოქნილობასა და წონასწორობას, კუნთების დასტაბილურების გზით.
5. ხტუნვა
გოგონების საყვარელი სავარჯიშოა, რომელიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას, სისხლის მიმოქცევის გაძლიერებისა და ჟანგბადის დონის მომატების ხარჯზე. იგი გამოყოფს ენდორფინებს, რომლებიც, თავის მხრივ, ამცირებს სტრესის დონეს, ამავდროულად, ზრდის ენერგიის რაოდენობასაც.