
ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. მე კი ვიტყოდი, რომ კანი ჩვენი კუჭის, უფრო სწორად, კვების სარკმელია. ეს იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, მეტწილად ისახება კანზე: იგი ინარჩუნებს სისუფთავეს ან, პირიქით, იფარება მუწუკებითა და ალერგიის ნიშნებით.
სწორედ ამიტომ, თუ კანზე ზრუნვა ნამდვილად გინდათ, მას არამხოლოდ გარედან – კოსმეტიკური საშუალებებითა და პროცედურებით, არამედ შიგნიდანაც უნდა მოუაროთ.
გამოთქმა “სილამაზე შიგნიდან მოდის” რეალობასთან ძალიან ახლოსაა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ გავიგეთ ბოლო წლებში ჩვენი ნაწლავების ჯანმრთელობის მნიშვნელობისა და კანზე მისი გავლენის შესახებ. არსებობს კიდევ ერთი ფაქტი: ბოლო კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ნაწლავების მიკრობიომი გავლენას ჩვენს განწყობაზეც ახდენს. ამას უკუეფექტიც აქვს: თქვენი ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა აუმჯობესებს კნტ-სა და კანის საერთო მდგომარეობას. თუმცა, თუ კანთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, დიდი ალბათობით, გაქვთ ნაწლავის პრობლემებიც, რომელთა დროული აღმოფხვრაც ძალიან მნიშვნელოვანია.
Girl.ge-ის რედაქცია შინაგან სილამაზეში გადაეშვება და გეტყვით, როგორ უნდა იკვებოთ, კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
1. შაქარი
ჯანსაღი კვება არამხოლოდ თავს კარგად გვაგრძნობინებს, არამედ დადებითად ისახება კანის მდგომარეობაზეც. გადახედეთ, რამდენად დაბალანსებულია თქვენი რაციონი. მზა პროდუქტი, რომელიც თერმულ დამუშავებას ექვემდებარება, შაქარი და მარტივი ნახშირწყლები – ესაა მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები, რომლის მირთმევის დროსაც კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნება ძალიან რთულია, თუმცა, შესაძლებელი – მხოლოდ რთული ნახშირწყლების მიღების შემთხვევაში, რომლებიც ნაკლებად ექვემდებარება გადამუშავებას და შეიცავს საღ მარცვლებს.
ეცადეთ, მაქსიმალურად მოერიდოთ შაქრის მოხმარებას, უარი თქვით რაფინირებულ შაქარსა და მარტივ ნახშირწყლებზე. ბლითების ნაცვლად, მოამზადეთ ბოსტნეულის სმუზი ან ბანანისა და ნუშის პასტის პიურე და გემრიელად მიირთვით.
2. ჯანსაღი ცხიმები
რასაც დედა და ბებია ამბობდნენ ცხიმებთან დაკავშირებით, დაივიწყეთ. ისინი ცდებოდნენ. ცხიმები ჩვენთვის აუცილებელია. ისინი არ იკბინებიან, როგორც ამას ბავშვობაში გვასწავლიდნენ. რეალურად, შაქარი გაცილებით უფრო საშიშია, რადგან ცხიმები ორგანიზმში არბ შაქრად იქცევა. სასარგებლო ცხიმები, მათ შორის, ომეგა3, ომეგა6, რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს თხილები “სუპერსაკვები” (ქინოა და ჩიას თესლი), აგრეთვე, თევზი და ზღვის პროდუქტი, მაგალითად, ორაგული.
3. წყალი
იმას, რომ წყალი სასარგებლოა და მისი მიღებაც აუცილებელია, ყველა ამბობს. ამიტომ, ჩემ გარეშეც იცით, რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დალევა, კანის მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
თუმცა, ცნება “სითხის ტრანსეპიდერმალური კარგვა” თქვენთვის უცხო უნდა იყოს. ესაა პროცესი, რომლის მსვლელობისას წყალი ეპიდერმისის გავლით გადის და იმ სიჩქარით ორთქლდება, რომელიც დამოკიდებულია კანის დატენიანების დონითა და მისი სითხის შემანარჩუნებელი უნარით. ბუნებრივია, სითხის კარგვა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.
რაღა თქმა უნდა, წყალი თავის მოვლის გლამურული ელემენტი არ გახლავთ, თუმცა, იგი მნიშვნელოვანია კანის სიცოცხლისუნარიანობისთვის. სითხის დაკარგვის აღსადგენად, დალიეთ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალი. თუ დალევა მოგბეზრდათ, შეიძინეთ და მიირთვით სასარგებლო პროდუქტი: ბოსტნეულისა და ხილის უმეტესობა გამოირჩევა წყლის მაღალი შემცველობით, მაგალითად, სალათის ფოთლები, მწვანე წიწაკა, კიტრი, ნესვი კანტალუპა, მარწყვი, საზამთრო და გრეიფრუტი.