
ტესტის გავლამდე, აუცილებლად შეასრულეთ შემდეგი რამდენიმე წესი:
- მოდუნდით და დამშვიდდით;
- დაუსვით საკუთარ თავს კითხვა გონებაში: “რა მელის მომავალში?”;
- თუ რაღაც კონკრეტული მოვლენის შესახებ გინდათ გაგება, ჩამოაყალიბეთ კითხვა მის გარშემო;
- დახედეთ სანთლებს და აირჩიეთ ის, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო.
თუ აბსტრაქტურ კითხვას (რა მელის მომავალში?) სვამთ, პასუხი იმას გეტყვით, რაც უახლოს 2-3 თვეში მოხდება.
სანთლების დაშიფრვა
1. თუ ჩაიფიქრეთ მოვლენა, ამაზე არ უნდა იდარდოთ. ყველაფერი კარგად, ინციდენტების გარეშე ჩაივლის. უახლოეს მომავალში შეძლებთ მოდუნებას სამსახურში, თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობებში რთული პერიოდი დაგიდგებათ.
2. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდებათ. ამასთან, არ იჩქაროთ, აწონ-დაწონეთ ყველაფერი. თუ მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაიფიქრეთ და იმის გაგება გსურთ, თუ როგორ ჩაივლის იგი – ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის.
3. მომავალი დიდ ცვლილებებს გიმზადებთ, განსაკუთრებით, ფინანსური თვალსაზრისით. რაღაც მოვლენა ჩაიფიქრეთ? არ იდარდოთ – ამ შემთხვევაში, ყველაფერი ბედისწერაზეა დამოკიდებული.
4. უახლოეს მომავალში “ჩემოდნის ჩალაგებას” შეძლებთ. მოსალოდნელია მოგზაურობა ან მივლინება. იგი თქვენთვის სასიამოვნო აღმოჩნდება. თუ კონკრეტულ მოვლენაზე გაინტერესებთ რამე – ის დიდებულად ჩაივლის.
5. რაც შეიძლება კარგად მიხედეთ სახლსა და ოჯახის წევრებს. მალე თქვენს სახლში ცვლილებები დადგება. თუ საოჯახო დღესასწაული ჩაიფიქრეთ, ეს შესანიშნავად ჩაივლის. სხვა ნებისმიერი მოვლენა ჩავარდება.
6. სიყვარულში გაგიმართლებთ! ის გოგონები, რომლებიც ხელისა და გულის თხოვნას ელოდნენ, მალე მიიღებენ შეთავაზებას. თუ ჩაიფიქრეთ ურთიერთობასთან დაკავშირებული მოვლენა, ის წარმატებით ჩაივლის.
7. შესაძლოა, ბედნიერება ჩამოგშორდეთ. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, მაქსიმალური ძალისხმევა ჩადოთ მასში. ნებისმიერი ჩაფიქრებული მოვლენა დგას გეგმიდან გადახვევის საფრთხის წინაშე.