
რაციონში ტკბილ საკვებს ამცირებთ, სწორად იწმენდთ კანს, ხშირად ისვამთ პრობლემური კანისთვის განკუთვნილ საშუალებებს, თუმცა აკნე არ ნებდება? იქნებ, მისი გაჩენის მიზეზი ამ სტატიაში ამოიკითხოთ.
რა იწვევს მუწუკების გაჩენას?
1. სმარტფონი
თუ მას ჯიბით კი არა, ჩანთით ატარებთ, მითუმეტეს. ყოველ ჯერზე, როცა მესიჯს გზავნით ან სოციალურ ქსელს ამოწმებთ, ეკრანზე ტოვებთ ყველა იმ ბაქტერიას, რომლებიც ხელებზე გქონდათ. თუ ტელეფონი ჯიბეში გიდევთ, ამოღებისას ეკრანს ქსოვილს ახოცავთ, თუმცა, მაგიდიდან ან ჩანთიდან აღებული ტელეფონი ბაქტერიულ ფენაშია გახვეული. კანის ქონი კი, რომელიც ტონალურ კრემსა და პუდრს ერევა ტელეფონზე საუბრის შემდეგ, შესანიშნავი პირობა იქნება ბაქტერიების გასამრავლებლად.
2. D ვიტამინის ნაკლებობა
როცა ეს ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ვიტამინი ორგანიზმში ვეღარ ხვდება, ამაზე პირველი ნერვული სისტემა რეაგირებს. ის პააააატარა ბაქტერია, რომელსაც, ჩვეულებრივ სიტუაციაში, იმუნიტეტი დაუყოვნებლივ მოკლავდა, გადარჩენის შანსს იღებს. ნუ გამოტოვებთ ყოველდღიურ მზეს ან მიიღეთ ვიტამინები აბების სახით (ენდოკრინოლოგის რჩევით), აკნეს თავიდან ასაცილებლად.
3. ონკნის წყალი
მინერალები და სადეზინფექციო მინარევები, რომლებსაც გამდინარე წყალი შეიცავს, არღვევს თქვენი კანის pH დონეს მჟავიანობის მხარეს. კანის ზედაპირზე ცხიმოვანი ბარიერი ირღვევა, კანი დაუცველი ხდება ნებისმიერი გარე აგრესიის წინაშე. აი, კანზე მუწუკების გაჩენის მიზეზიც ესაა. შემდეგი სავარაუდო სცენარი: ამ მინერალების მიკრონაწილაკები კანის ნასვრეტებში იჭედება და კანის ქონთან შედის რეაქციაში. ტა-დამ – ესეც თქვენი მუწუკი. თქვენი მხსნელი, ამ შემთხვევაში, სახის ტონიკი ან ბოთლში ჩამოსხმული წყლით დაბანა დაგეხმარებათ.
4. ყავა
გაგაკვირვებთ: მექანიზმი ზედა პუნქტს ძალიან ჰგავს. ყავაც ზრდის ორგანიზმში მჟავიანობას, შესაბამისად, მჟავდება კანის ზედაპირიც. ამასთან, ყავა ანადგურებს ნაწლავების მიკროფლორას და ჩვეულებრივი პროდუქტის მონელება ჭირდება, ისინი იშლება ტოქსიკურ ნივთიერებებად, რომლებიც ქალებში მუწუკებს იწვევს.
5. ღამის სიფხიზლე
როცა შუქი ქრება, კანის უჯრედები გადადიან “რაც დღის განმავლობაში დაზიანდა, ღამით აღვადგენთ” რეჟიმში. თუ გვიანობამდე შეჰყვებით ხოლმე საყვარელ სერიალს ან news feed-ის სქროლვას, უჯრედებს ღამით აღდგენის დროს არ უტოვებთ. გავაგრძელო?
6. ტონიკის უგულებელყოფა
თუ ყურადღებით წაიკითხეთ მესამე პუნქტი, უკვე ყველაფერს მიხვდებოდით. დიახ, სწორედ ტონიკი დაუბრუნებს სახეს ნორმალურ pH-ბალანსს და არ მისცემს ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას.
7. კოსმეტიკური საშუალებების ცვლილება
არა, არ გირჩევთ ერთი და იმავე კრემების გამოყენებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ… თუ ზოგადად მოგწონთ ამა თუ იმ საშუალების მოქმედება, დარჩით მისი ერთგული. ნებისმიერი ცვლილება კანისთვის სტრესია, რომელზეც, ძალიანაც კარგად იცით, როგორ რეაგირებს კანი.
8. ფუნჯები და ღრუბლები
განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ტონალური კრემების გადასანაწილებლად იყენებთ. ცხიმი, მკვებავი პირობაა, სულ ესაა. მაკიაჟი წაისვით? კარგად გაწმინდეთ ფუნჯები და ღრუბლები სპეციალური საშუალებებით, თვეში ერთხელ კი ფუნჯების შამპუნით გარეცხეთ.