სახის მასაჟი: შედეგები და დაწვრილებითი ტექნიკა

0
1059

სახის იაპონური მასაჟი ასახი (Zogan) – ელემენტარული ტექნიკაა, რომელიც აახალგაზრდავებს სახეებს. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ: ეს მასაჟი ეფექტური რომ გახდეს, აუცილებელია ყველა წესის დაცვა. რამდენადაც ტექნიკა იაპონურია, Girl.ge-ის რედაქციამ წესები თარგმნა. უზუსტობებისთვის წინასწარ ვიხდით ბოდიშს.

ასახის ტექნიკა დაგეხმარებათ

  • ნაოჭების მოშორებასა და დაბერების პროცესის შენელებაში;
  • კანის გამკვრივებასა და დაჭიმვაში;
  • სახის იდეალური ოვალის მიღებაში;
  • კანის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შეშუპების მოხსნაში.

თუმცა, სანამ ამ ტექნიკის შესრულებას შეუდგებოდეთ, გაითვალისწინეთ, რომ მას უკუჩვენებები აქვს:

  • კანის ანთება;
  • ოტორინოლარინგოლოგიური დაავადებები;
  • ლიმფური დაავადებები;
  • მრდ;
  • სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა.

მასაჟის გაკეთება იმ შემთხვევაშიც არაა რეკომენდებული, თუ გაფართოებული სისხლძარღვები ძალიან თვალსაჩინოა.

როგორ გავიკეთოთ ასახის მასაჟი

სანამ მასაჟს შეუდგებით, გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი პუნქტები:

  • მოამზადეთ სახე – გაიწმინდეთ კანი;
  • მასაჟისთვის სპეციალური ზეთები ან კრემები გამოიყენეთ;
  • ასახის ტექნიკა მოიცავს სახეზე ფიზიკურ ზეწოლას, თუმცა, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ არაფერი გეტკინოთ, განსაკუთრებით, ლიმფური კვანძების გარშემო;
  • აუცილებლად შეასრულეთ სავარჯიშოები წელში გამართულმა.

დაწვრილებითი ტექნიკა

დაწვრილებითი ინსტრუქცია რუსულ ენაზე ვიპოვეთ (თუ რუსული იცით, მარტივად გაერკვევით). ქვემოთ ქართულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ. აქვე გეტყვით, რომ ყველა მოძრაობა სამჯერ უნდა გაიმეოროთ.

1. ვასწორებთ შუბლს

დაიდეთ ხელები საფეთქლის ზონასთან ახლოს და ოდნავ მიაჭირეთ, შემდეგ თანდათან ჩაჰყევით, ლავიწის ძვლებამდე. გაიმეორეთ სამჯერ, ყოველი ახალი სავარჯიშოს დაწყებამდე.

2. თვალები

შუა თითების დაბოლოებები დაადეთ თვალების ფრონტალურ ზონას და ოდნავ დააჭირეთ, შემდეგ შემოატარეთ თითები ქუთუთოებს. 1 წამში ადით წარბებთან და დაუბრუნდით თვალებს.

3. შუბლი

დააჭირეთ თითები შუბლის ცენტრს, შემდეგ ზიგზაგისებრ იმოძრავეთ საფეთქლების ზონისკენ.

4. ტუჩები

ეს მოძრაობაოთხჯერ უნდა გაიმეოროთ, შემდეგ კი ძირითადზე გადახვიდეთ. დაიდეთ ხელები ნიკაპზე და გაავლეთ ტუჩის გარშემო წარმოსახვითი რკალი. გაიმეორეთ მოძრაობები ნესტოების მიმართულებითაც, დაუბრუნდით ტუჩებს. ახლა ცხვირიდან ლოყებზე გადადით და გაიმეორეთ რამდენჯერმე.

5. ცხვირი

დაიდეთ ხელები ნიკაპზე და მიაჭირეთ სამ-სამი თითი. ახლა წაიღეთ თითები თვალის შიდა კუთხისკენ, ოღონდ, ტუჩებს არ შეეხოთ. ახლა გაატარეთ თითები თვალებიდან საფეთქლამდე.

6. სახის ოვალი

მარცხენა ხელის გული დააჭირეთ ყბის მარცხენა მხარეს. მარჯვენა ხელი გადაიტანეთ ყბის კიდიდან თვალის შიდა ზონისკენ. აუჩქარებლად იმოძრავეთ თვალის მგარე ნაწილიდან საფეთქლამდე. ახლა გაიმეორეთ მოძრაობები, რომლებიც ქვედა ნახატზეა წარმოდგენილი.

7. ნიკაპი

დაიდეთ ხელის გულები ზემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით ნიკაპზე, ახლა ოდნავ დახარეთ თავი წინ. ნიკაპს მიაჭირეთ ხელები და გაიმეორეთ ნახატზე მოცემული მოძრაობები.

8. A ზონა

დაიდეთ დიდი თითები ნიკაპზე, სამკუთხედი რომ მიიღოთ. დანარჩენი თითები გადაატარეთ საფეთქლებამდე, კანი ოდნავ დაჭიმეთ.

გაიმეორეთ ყველა მოძრაობა სამჯერ. ყოველი ახალი წრე დაიწყეთ პირველ პუნქტში მოცემული მოძრაობით.

ესეც დაპირებული შედეგები.