Chanel-ის შეხების ტექნიკა: სახის მასაჟი, ანუ რით ჩავანაცვლოთ ინექციები

0
965

Chanel-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს სახის მასაჟის მეთოდიკა, რომელიც ებრძვის დაბერების პირველ ნიშნებს: აგლუვებს ნაოჭებს, ათანაბრებს სახის ფერს, ზრდის კანის სიმკვრივესა და ტონუსს. “შანელის შეხების ტექნიკა” au RIT-ის მოდის სახლისთვის შეიქმნა. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სახის მასაჟის გაკეთება გჭირდებათ? თუ მუდმივი სტრესის ქვეშ, დაძაბული, უძილარი ხართ, ბევრს მუშაობთ, ნათელია – გჭირდებათ.

ფასციალური მასაჟი – ესაა ნელი, დამჭიმავი მოძრაობების თანმიმდევრობა, რომლებსაც ანაცვლებს შეკავება, რომლის მიმდინარეობის დროს ზეწოლა თანდათან მცირდება. ესაა უჯრედულ მეტაბოლიზმზე ზემოქმედების პროცესიც, ქსოვილების ჟანგბადით გაჯერების ხარჯზე.

ეფექტი:

  • კანის დეტოქსიკაცია;
  • გაღიზიანების შემცირება;
  • რეგენერაცია;
  • დატენიანება და დაცვა;
  • კანის გამკვრივება, დაგლუვება.

მასაჟთან დაკავშირებული ტექნიკური რჩევები 

  1. მოათავსეთ თითების ბალიშები კანზე, ზეწოლის გარეშე, თუმცა, საკმაოდ მჭიდროდ.
  2. კანის დაჭიმვა, ზეწოლის გარეშე, თუმცა ისე სრულდება, რომ კანი ელასტიურად გაიჭიმოს, ზედმეტად გაწელის გარეშე.
  3. დაგლუვება იმ მომენტში ხდება, როცა კანის ელასტიურობის ზღვარს მიაღწევთ. მაშინ თითის ბალიშები ნელა უნდა აცუროთ კანზე, ზეწოლის იმავე ხარისხის შენარჩუნებით.
  4. შემდეგ შეკავების ეტაპი მოდის: დაჭიმული კანი 3 წამით უნდა შეაკავოთ. შეკავების მომენტი ქსოვილებს გადაწყობის დროს აძლევს და აელასტიურებს მათ. თითოეული მოძრაობა სამჯერ, სიმეტრიულად სრულდება (სახის ორივე მხარეს).
  5. ძილის შემდეგ კანი რომ დააგლუვოთ, წაისვით სახის მარეგენერირებელი ლოსიონი SUBLIMAGE La Lotion Suprême, კრემის წასმამდე, შემდეგ კი შეუდექით დილის მასაჟს.

შუბლის მასაჟი

  • დაიდეთ ორივე ხელის თითების ბოლოები შუბლის შუა ნაწილზე, ვერტიკალურ ზოლად.
  • დაჭიმეთ კანი სიმეტრიულად, მარჯვნივ და მარცხნივ, საფეთქლებამდე, შემდეგ კი გადადით დაგლუვებაზე.
  • მეორე მისვლისას, დახარეთ თავი წინ, დაჭიმულობის გასაძლიერებლად. გაიმეორეთ მოძრაობა ორჯერ: პირველად იმავე ტემპით, ოღონდ ორწამიანი შეკავებით, მეორედ უფრო ნელა, 5 წამით. დაასრულეთ ხუთწამიანი შეკავებით, საფეთქლებთან.

თვალების მასაჟი
  • დაიდეთ თითების ბოლოები ზედა ქუთუთოებს ზემოთ, წარბქვეშ.
  • შეასრულეთ სიმეტრიული მოძრაობები გარე მიმართულებით, საფეთქლებამდე, სამწამიანი დაგლუვებით;
  • მეორე მისვლისას, გაიმეორეთ მოძრაობები იმავე ტემპით, ოღონდ დაასრულეთ ორწამიანი შეკავებით;
  • მესამე მისვლა ნელა, 5 წამში უნდა შესრულდეს, მასაჟი კი ხუთწამიანი შეკავებით უნდა დასრულდეს. პროცესში ისუნთქეთ ღრმად და გააგრძელეთ ნაოჭების დაგლუვება.

ლოყების მასაჟი
  • დაიდეთ საჩვენებელი თითები ცხვირის ორივე მხარეს, დანარჩენი თითები კი საჩვენებელს უნდა ებჯინებოდეს და ბრტყლად, ვერტიკალურად ედებოდეს სახეს.
  • ორივე ხელის გულით შეასრულეთ ქსოვილების ჰორიზონტალური დაჭიმვა, ცხვირიდან ყურებამდე.
  • ამავდროულად, დახარეთ თავი წინ, დაჭიმულობის გასაძლიერებლად;
  • მეორე მისვლისას, გაიმეორეთ მოძრაობები იმავე ტემპში, ოღონდ დაასრულეთ ორწამიანი შეკავებით.
  • მესამე მისვლა გაიმეორეთ ნელა, 5 წამით, დაასრულეთ 5-ამიანი შეკავებით ყურების წინ, თმის ზრდის ზოლზე, ისუნთქეთ ღრმად.

ტუჩების მასაჟი
  • დაიდეთ თითები ჰორიზონტალურად, ქვედა და ზედა ტუჩზე.
  • შეასრულეთ დაჭიმვა გარე მხარეს, ტუჩის კუთხეების შემდგომი დაგლუვებით.
  • ამავდროულად, დახარეთ თავი წინ.
  • მეორე მისვლისას, გაიმეორეთ მოძრაობები იმავე ტემპში, ოღონდ დაასრულეთ ორწამიანი შეკავებით.
  • მესამე მისვლა 5 წამში შეასრულეთ და არ დაგავიწყდეთ ხუთწამიანი შეკავებაც.

კისრის მასაჟი
  • დახარეთ თავი წინ და დაიდეთ ორივე ხელის გული ნიკაპს ქვემოთ ისე, რომ კისრის მთელი ზედა ნაწილი (ქვედა ქბა) მოიცვათ. თითები მიმართეთ შიგნით, ერთი ხელის გული მეორეზე უნდა იდოს.
  • შემდეგ ნელა წამოწიეთ თავი, ამავდროულად, ხელები დაუშვით დეკოლტესკენ.
  • მეორე მისვლისას, გაიმეორეთ მოძრაობები უფრო ნელა, დაასრულეთ ორწამიანი შეკავებით.
  • მესამე მისვლა უფრო ნელა, 5 წამის განმავლობაში უნდა შეასრულოთ. მასაჟი უნდა დასრულდეს ხუთწამიანი შეკავებით, დაჭიმულობის შენარჩუნებით.

გისურვებთ მუდმივ ახალგაზრდობასა და სილამაზეს!