
ყველა ჩვენგანს აქვს ნაკლი, რომლის გამოსწორებაზეც უნდა იმუშაოს. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სწრაფ, მარტივ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობებში თქვენი სუსტი მხარეების განსაზღვრაში. აგრეთვე, იმასაც გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, პარტნიორთან კავშირი რომ გააძლიეროთ. თქვენ ხომ მტკიცე და ჯანსაღ სიყვარულს იმსახურებთ, არა?
მაშ ასე, დახედეთ სურათს და დაფიქრდით, რომელი დეტალი მოგხვდათ თვალში პირველი? ახლა კი გაიგეთ, რას ნიშნავს ეს თქვენი ურთიერთობებისთვის.
1. ფიგურა მანტიაში
თუ პირველად ეს ფიგურა დაინახეთ, ესე იგი, ურთიერთობაში თქვენი მთავარი ნაკლი თქვენი აუტანელი ხასიათია. ხანდახან, ნებისმიერი ადამიანი გამოდის მწყობრიდან, თუმცა, წითელი ჩვრის დანახვისას ყველა არ იწყვეტს ჯაჭვს ერთადერთი მიზნით “იპოვოს და გაანადგუროს”.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს საუბარსა და საქციელებს, როცა მწყობრიდან გამოდიხართ. სიტყვა უბრალოდ ხმაა, თუმცა, ზოგიერთ მათგანს ვერ დაიბრუნებთ, როგორც არ უნდა მოინდომოთ. ხანდახან, უკან დახევა მანამ, სანამ უკან დაბრუნების სურვილი გაგიჩნდებათ, საუკეთესო გამოსავალია პროდუქტიული ურთიერთობისთვის.
2. მონა ლიზას სახე
ცხოვრებაზე თქვენი რომანტიზებული შეხედულება ურთიერთობაში სუსტ მხარეს ქმნის. რა თქმა უნდა, ცხოვრება მშვენიერია. ბუნებაში, ჩვენ გარშემო, შესანიშნავი სანახაობებია, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა კი სავსეა ყოველდღიური სილამაზით. მთელი ამ სილამაზის დანახვის უნარი ჭეშმარიტი ნიჭია, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში ან მათ დადგომამდე აღმოფხვრაში.
თავის მოკატუნებით, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ასე არაა, თავს დათვურ სამსახურს უწევთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ არც თქვენ და არც თქვენს პარტნიორს.
3. ქურთუკზე მჯდომი მამაკაცი
თუ საკუთარ ქურთუკზე მჯდომი მამაკაცი დაინახეთ, თქვენი ნაკლი კონფლიქტების შიშია. თქვენთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ვიღაცის წინაშე საკუთარი უარყოფითი ემოციების გამოხატვის საჭიროებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ადამიანთან შემდგომი სავარაუდო საუბრის შესახებ.
კონფლიქტი ყოველთვის რთულია, თუმცა, ურთიერთობებში მნიშვნელოვანია პრობლემებისთვის თვალებში ჩახედვა, მაღლა აწეული თავით, განსაკუთრებით, თუ ურთიერთობის გაგრძელებას აპირებთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიაზრეთ, რომ ხანდახან ყველაზე რთული რამეებია ყველაზე მნიშვნელოვანი.
4. შორს, კლდეზე მჯდომი მამაკაცი
თუ მოშორებით, კლდეზე მჯდომი მამაკაცი დაინახეთ, ესე იგი, თქვენი ყველაზე სუსტი მხარე ურთიერთობებში თვითიზოლაციისკენ მიდრეკილებაა. თავს ინტროვერტს უწოდებთ, თუმცა, ხანდახან ძალიან ღრმად ტოპავთ და არამხოლოდ თანატოლებს, არამედ ყველაზე საყვარელ ადამიანსაც შორდებით.
ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვის დროის დათმობა, თუმცა, თუ მართლა გინდათ, რომ ურთიერთობა განვითარდეს, აუცილებლად იპოვეთ დრო პარტნიორისთვისაც. დრო, რომელსაც ერთად ატარებთ, გრძნობების უსიტყვოდ გამოხატვისა და ურთიერთობის ხარისხიანად შეცვლის საშუალებაა.
თქვენ რა დაინახეთ პირველი?