როგორ ვებრძოლოთ სახის ასაკობრივ ასიმეტრიას, ცხვირ-ტუჩის ნაკეცებსა და ნაოჭებს

0
1349

მართალია, მე ჯერ ელეგანტურ ასაკამდე არ მივსულვარ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ჩემმა ექიმმა-კოსმეტოლოგმა მიპოვა დეფექტი, რომელმაც თავსატეხი გამიჩინა. ამას მაშინ მიხვდა, როცა შემთხვევით ყბა გამეტკაცუნა (უსიამოვნოა, მაგრამ ხდება ხოლმე). აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა 70%-ში ამ ცვლილებებს მიღმა ყბის კუნთების სპაზმი დგას.

-“თუ ანატომიის სახელმძღვანელოებს გადავხედავთ, ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება. ყბის საღეჭი კუნთები არამხოლოდ საკვების კომფორტულ დაღეჭვაზე, არამედ სახის ქვედა ნაწილის მრავალ მიმიკურ პროცესზეც აგებს პასუხს.

ამ კუნთების სპაზმების დროს ხდება დატვირთვის უნებლიე გადაუნაწილებლობა. მაგალითად: თუ სპაზმი მარჯვენა ნაწილშია, დატვირთვა მარცხენაზე გადადის და პირიქით (ასიმეტრიას აქვს ადგილი). ხოლო, თუ კუნთები მუდმივ ტონუსშია, ადრე თუ გვიან, ისინი შეწყვეტენ თქვენს დახმარებას და იქცევიან რაღაც ამორფულად (აქედან მოდის “დაცურებული” ცხვირ-ტუჩის პრობლემა.”

სპაზმი ყოველთვის არაა იმდენად გამოხატული, როგორც მე მაქვს, ამის გასაგებად ყველაზე მარტივი გზაა

4 თითის ტესტი

პირი ფართოდ გააღეთ და სცადეთ მასში 4 თითის მოთავსება. როცა პირს ამდენად გააღებთ, მიხვდებით, გაქვთ თუ არა სპაზმი. თუ ოთხივე თითი უმტკივნეულოდ, ტკაცუნისა და კანკალის გარეშე მოათავსეთ, ესე იგი, ყველაფერი წესრიგში გაქვთ.

თუ 2-3 თითზე შეჩერდით და უსიამოვნო შეგრძნებები გაქვთ, ზომები უნდა მიიღოთ. თუ პირი მცირე ზომის გაქვთ, საზომად 3 თითი გამოიყენეთ. თქვენი ნებართვით, ამის ფოტოს არ დავდებ, არც ისეთი კარგი სანახავი იქნება.

როგორ მოვადუნოთ სახის კუნთები

ამ საკითხის გადაწყვეტაში მასაჟი და პეპტიდები დაგვეხმარება. მე ყოველთვის გირჩევთ პროფესიონალთან მისვლას, თუმცა, ამის საშუალება ან დრო ყველას არ აქვს, პრობლემის გადადება კი არ შეიძლება.

კუნთების მოსადუნებლად, მომუჭეთ ხელები და ქვედა ყბის ძვლებზე გადაატარეთ, ზემოთ, ყვრიმალებამდე. მოძრაობები უნდა იყოს თანმიმდევრულ-ნახევარწრიული, ერთ წერტილზე 2 წამამდე უნდა გაჩერდეთ. გაიმეორეთ ხუთჯერ. რაც უფრო ძლიერია სპაზმი, მით უფრო გეტკინებათ, თუმცა, რეგულარული მასაჟის 1-2 კვირაში შედეგს იგრძნობთ. მთავარია, კანი ძალიან არ დაჭიმოთ. შეასრულეთ მასაჟი ალოეს გელთან ან შრატთან ერთად. უკიდურეს შემთხვევაში, ისეთ კრემთან ერთად, რომელიც დიდხანს არ იწოვება.

-“გუაშის ტიპის მექანიკური საშუალებების შესახებ კითხვებს წინასწარ ვუპასუხებ: მანუალურ თერაპიას არაფერი სჯობს. რამდენადაც გუაში უფრო სისხლძარღვების ცირკულაციაზე მუშაობს და კანს “აიძულებს” კანისთვის საჭირო ნივთიერებების აქტიურ გამომუშავებას.” 

პეპტიდები კი განამტკიცებს შედეგს და, ამავდროულად, მოადუნებს კუნთებს თავისი გასაოცარი მიორელაქსაციური თვსიებების წყალობით.