აზელაინის მჟავა: იდეალური საშუალება პოსტაკნესა და პიგმენტაციის წინააღმდეგ

0
1185

აზელაინის მჟავა, ხშირად, პრობლემური, გამონაყრისა და აკნესკენ, მიგმენტაციისა და როზაცეასკენ მიდრეკილი კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობებში გვხვდება, თავისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით. აზელაინის მჟავის შემცველი კოსმეტიკა არ იწვევს ალერგიასა და სხვა გვერდით ეფექტებს, ამიტომ, მისი გამოყენება ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედებისთვისაც კი შეიძლება.

ეს მჟავა მსგავს ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და უსაფრთხო საშუალებაა, რამდენადაც იგი არ აღწევს კანის ღრმა ფენებში და არ იწვევს დამწვრობებს ყველაზე დიდი კონცენტრაციის შემთხვევაშიც კი.

რითაა სასარგებლო აზელაინის მჟავა?

  • ებრძვის აკნესა და ჩირქოვან გამონაყარს: ამკვრივებს ეპიდერმისის რქოვანა ფენას, აუმჯობესებს ნასვრეტების მუშაობას, წმენდს კანს ბაქტერიებისგან;
  • იცავს კანს კომედონების გაჩენისგან;
  • ებრძვის პიგმენტაციას, მნიშვნელოვნად აღიავებს კანის ტონს: ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ მჟავა ანელებს ბიოქიმიურ პროცესებს, რომლებიც მელანინის სინთეზისთვისაა საჭირო;
  • აზელაინის მჟავის შემცველი პრეპარატები ხსნის ანთებას, აქრობსპოსტაკნეს თანმდევ შედეგებს, როზაცეას სიმპტომებს, ავსებს უჯრდებს ჟანგბადით.

გამოყენების ჩვენებები

  • ამ მჟავაზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას, დროულად უარი თქვით სახის სკრაბებზე, სპირტიან მოვლის საშუალებებსა და სხვა მჟავებზე;
  • დაიცავით კანი მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებებისა და მზის პირდაპირი სხივებისგან;
  • 15-20%-იანი კონცენტრაცია გაუმკლავდება როზაცეასა და აკნეს, მოგცემთ ხანგრძლივ შედეგს. უფრო მაღალი კონცენტრაციის გამოყენება არაა საჭირო.