როგორ განვსაზღვროთ ბიუსტჰალტერისა და მისი ჯამების ზომა

0
1873

იდეალური ბიუსტჰალტერის პოვნა დიდი პრობლემაა. ჩვენ ამ დავალებას გაგიმარტივებთ. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ ბიუსტჰალტერისა და მისი ღრუბლების ზომა, თან ვურთავთ მოსახერხებელ ცხრილსა და მკერდის ფორმებს.

სამწუხაროდ, სწორი ბიუსტჰალტერის პოვნა მარტივი არაა, თუმცა არ უნდა დანებდეთ, რადგან ახლა ამ სირთულეს თქვენთან ერთად დავძლევთ.

როგორ ავირჩიოთ სწორი ბიუსტჰალტერი 

1. პირველ რიგში, შეისწავლეთ თქვენი მკერდი.

არ იცით, როგორ აირჩიოთ სწორი ზომის ბიუსტჰალტერი? მარტივად – პირველ რიგში, შეაფასეთ მკერდი. მისი ზომა და ფორმა არამხოლოდ ბიუსტჰალტერის ზომაზე, არამედ ლიფის სტილზეცაა დამოკიდებული. იგი, პირველ რიგში, მოსახერხებელი უნდა იყოს. თუ არასწორ ლიფს აირჩევთ, ეს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება. მაგალითად, საკმარისი მხარდაჭერის გარეშე, გაგიფუჭდებათ სხეულის მდგომარეობს და დაგეწყებათ კისრის, მხრებისა და ზურგის ტკივილები.

2. განსაზღვრეთ ლიფის ფუნქცია

ყოველდღიური ლიფი მაისურის ქვეშ? თუ ბიუსტჰალტერი ღია კაბისთვის? იქნებ, სპორტისთვის რამე ძლიერი გჭირდებათ? უნივერსალური ლიფი არ არსებობს, ამიტომაც, ჯერ უნდა განსაზღვროთ, თუ რა მიზნით ყიდულობთ ახალ თეთრეულს.  მაგალითად, უნაკერო ლიგი შესანიშნავი ვარიანტია ყოველდღიური ტარებისთვის, განიერი ტანსაცმლის ქვეშ იგი საერთოდ არ გამოჩნდება.

3. შეამოწმეთ, რამდენად მჭიდროდ ერგება ღრუბელი მკერდს

როგორ მივხვდეთ, რამდენად შესაფერისია ლიფის ზომა? მოზომების დროს დარწმუნდით, რომ ღრუბლები გლუვი რჩება, კიდეები კი მჭიდროდ ერგება მკერდს. თუ ფინჯნები იკეცება ან რომელიმე კიდე ჰაერშია, დიდი ალბათობით, ნაკლები ზომაა საჭირო. თუ მკერდი ფინჯნებიდან ვარდება ან გრძნობთ, რომ ლიფი გიჭერთ, აიღეთ დიდი ზომა.

4. შეამოწმეთ, რამდენად მჭიდროდ ერგება ლიფი ზურგს

კიდევ ერთი ხრიკი იმის გასაგებად, სწორია თუ არა არჩეული ზომა: შეაფასეთ, რამდენად მჭიდროდ ერგება ლიფი ზურგს. მისი უკანა ნაწილი იატაკის პარალელურად უნდა იყოს განლაგებული. თუ იგი წამოწეულია, ესე იგი, ლიფი მკერდს შესაფერისად ვერ აფიქსირებს. მოიზომეთ 1 ზომით ნაკლები თეთრეული.

5. შეამოწმეთ, როგორ ჯდება ღვედები

როგორ ავირჩიოთ ლიფის ოპტიმალური ზომა? მარტივად! სწორი ზომის შემთხვევაში, ღვედები მხრიდან არ ვარდება და არც კანზე ტოვებს ნაჭდევებს. ვიწრომხრიან გოგონებს ვურჩევთ, აირჩიონ ლიფები განიერი საზურგე ზღუდებით.

როგორ ავირჩიოთ ფინჯნების სწორი ზომა

1. ჩაიცვით მოსახერხებელი ბიუსტჰალტერი მოსაზომებლად

აირჩიეთ ის ლიფი, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ. იგი მჭიდროდ უნდა იჯდეს მკერდზე, გვერდებს არ გტკენდეთ. შემდეგ დაარეგულირეთ ფინჯნები ისე, რომ მკერდის თავები წინ იხედებოდეს.

2. გაზომეთ მკერდქვეშა გარშემოწერილობა

აიღეთ რბილი საზომი ლენტი და შემოიხვიეთ მკერდზე, იმ ადგილას, სადაც ლიფის რკინებია ხოლმე. ჩაიწერეთ მონაცემები. სარკის გამოყენებით დაარეგულირეთ ლენტის განლაგება. თუ საზომი ლენტი დაიხრება, არასწორ მონაცემს მიიღებთ. ლენტი არ უნდა იყოს დაჭიმული ან მოშვებული. ჩვეულებრივ, გარშემოწერილობას აღნიშნავენ ლუწი რიცხვებით, ამიტომ დაამრგვალეთ ციფრი თქვენი შეგრძნებების მიხედვით, სწორ მხარეს.

3. გაზომეთ მკერდის გარშემოწერილობა

საჭიროა კიდევ ერთი მონაცემი: ლენტი ისე შემოიხვიეთ, რომ იგი მკერდის ყველაზე გამობურცულ ადგილას დაემთხვეს. შეამოწმეთ, რომ ლენტი სწორი იყოს, არ კეცავდეს მკერდს და არც მოშვებული იყოს. ჩაიწერეთ ციფრები.

როგორ დავადგინოთ ფინჯნის სწორი ზომა? გახსოვდეთ, რომ მისი ზომა შეიძლება მერყეობდეს ჰორმონებისა და მუცლის შებერილობის მიხედვით, ამიტომ ზომები მაშინ აიღეთ, როცა თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობთ.

ხშირია ისეთი სიტუაციაც, როცა ერთი მკერდი მეორეზე დიდია. ამ შემთხვევაში, გაზომეთ დიდი მკერდის ზომა.

როგორ გავიგოთ, რამდენად სწორია ბიუსტჰალტერის ფინჯნის ზომა? მარტივად – გამოთვალეთ მკერდქვეშა გარშემოწერილობის მიხედვით: მაგალითად, თუ მკერდქვეშა გარშემოწერილობა 84, ხოლო მკერდისა 105 სანტიმეტრია, ფინჯნის ზომა იქნება 105-84=21 ანუ E.

როგორ გავიგოთ ფინჯნების ზომა ასოების მიხედვით? არსებობს მარტივი ცხრილი, რომელშიც მიღებული ციფრი უნდა იპოვოთ (მაგალითად, 21) და ზომას ასოს ფორმატშიც მარტივად იპოვით.

ბიუსტჰალტერის ზომა

როგორ გავიგოთ ლიფის ზომა ცხრილის მიხედვით? მარტივად: როცა ფინჯნის ზომას გაიგებთ, თავად ლიფის ზომასაც მარტივად განსაზღვრავთ. ჩვენს ბაზარზე არსებულ ზომას ასეთი ცხრილით გაარკვევთ.

მაგალითად, ჩვენ გავიგეთ, რომ ფინჯნის ზომა E ასოს ემთხვევა, მკერდქვეშა გარშემოწერილობა 84-ია, ხოლო მკერდისა – 105. შესაბამისად, ცხრილში მკერდის ზომა 85E-ა.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ზომების შემოწმება კონკრეტული მწარმოებლის ცხრილის მიხედვითაც, რამდენადაც ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს.

ლიფის არჩევა მკერდის მიხედვით

1. მრგვალი მკერდი

ასეთი ფორმა ლიფის სტილების უმეტესობას უხდება. შეგიძლიათ, რკინიანი და განიერზღუდეებიანი ლიფი აირჩიოთ. ან, მაგალითად, შეიძინოთ მოსახერხებელი მოდელი დახურული ფინჯნებით.

2. ასიმეტრიული მკერდი

როცა ერთი ძუძუ მეორეზე დიდია, შესაძლოა, მათი ფორმაც განსხვავდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, გამოდგება რბილი ბიუსტჰალტერი push-up ან ლიფი კონტურული ფინჯნებით.

3. კონუსური მკერდი

ჩვეულებრივ, ასეთი ფორმა გვხვდება იმ ქალებში, რომლებსაც მცირე ზომის მკერდი აქვთ. როგორ ავირჩიოთ ბიუსტჰალტერის სწორი ფორმა კონუსური მკერდისთვის? მარტივად! უპირატესობა მიანიჭეთ ლიფ-ტოპებს, push-up-ებს, სპორტულ ლიფებს ან ბანდოს.

4. ძალიან პატარა მკერდი

მცირე ზომის მკერდი შეიძლება ოდნავ ჩამოწელილი იყოს, რის გამოც უფრო პატარა ჩანს. ასეთი ბიუსტისთვის აირჩიეთ ღრმად ამოჭრილი ლიფი, ბანდო, მოდელი კონტურული ფინჯნებით ან რბილი, უნაკერო ბიუსტჰალტერი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ