3 ინგრედიენტისგან ვამზადებ სახის ნიღაბს, რომელმაც ნაოჭების საწინააღმდეგო კრემზე უარი მათქმევინა

0
875

დარაბებს მიღმა გაზაფხულია. ყველაფერი აყვავებასა და გამწვანებას იწყებს. დროა, ჩვენც დავკავდეთ საკუთარი ჯანმრთელობითა და გარეგნობით, რათა შესანიშნავად გამოვიყურებოდეთ ნებისმიერ ასაკში. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სახის ნიღაბს, რომელიც ძალიან იაფი ჯდება, თუმცა, შესანიშნავი (მაგრამ დროებითი) ეფექტი აქვს.

ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეთ სადღესასწაულო დღესასწაულებზე, “ხალხში” გასვლისას. ამიტომ, გაიკეთეთ ეს ნიღაბი უშუალოდ წვეულებამდე რამდენიმე საათით ადრე. მის შემდეგ კანს ახალი, ჯანსაღი იერი მიეცემა და ელასტიური გახდება.

ეს კარტოფილის სახამებლიანი ნიღაბია, რომელიც ძალიან უხდება ასაკოვან კანს. ღრმა ნაოჭები კარგავს სიღრმეს და ნაკლებად თვალსაჩინო გახდება, წვრილები კი გაგლუვდება და სრულად გაქრება. ამ ნიღბის ერთადერთი უკუჩვენებაა კანზე არსებული ჭრილობები და ანთება.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 1 ჩ.კ. არაჟანი
  • 3-4 წვეთი ზეითუნის (ან ნებისმიერი კოსმეტიკური) ზეთი

მომზადება და გამოყენება

  1. ყველა კომპონენტი შეურიეთ თასში, ერთიანი მასის მიღებამდე.
  2. წაისვით სახის, კისრისა და დეკოლტეს გაწმენდილ კანზე. მეტიც, ეს მასა თვალქვეშ და წარბქვეშაც უნდა წაისვათ.
  3. თუ მასა დაგრჩებათ, წაისვით ხელებზეც.
  4. გაიჩერეთ ნიღაბი 20-30 წუთით. გაატარეთ ეს პერიოდი წოლაში, მშვიდი, სასიამოვნო მუსიკის ქვეშ. თუ დრო ძალიან ცოტა გაქვთ, ნიღბის გაკეთების დროს შეგიძლიათ კერძებიც მოამზადოთ. ამრიგად, თქვენ “ორ კურდღელს ერთდროულად დახოცავთ”.
  5. დროის გასვლის შემდეგ, უბრალოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით, შემდეგ გაივლეთ სახე გრილი წყლითაც.
  6. შეგიძლიათ, არაჟანი კეფირით ან რძით ჩაანაცვლოთ, თქვენი სურვილისამებრ.

იმედია, ეს ნიღაბი მოგეწონებათ და მას რუტინაში შეიტანთ. გისურვებთ ხანგრძლივ ახალგაზრდობასა და სილამაზეს, ასაკის მიუხედავად.