
ყოველი ქალი თავის მოვლის საშუალებებს თავისი კანის თავისებურებებიდან გამომდინარე ირჩევს. პირადად მე, მაღაზიის კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა უსიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებს და სასურველ შედეგსაც ვერ მაძლევს. კანის დარბილების, დატენიანებისა და დაჭიმვისთვის, მე ვიყენებ შინაურ საშუალებებს, რომლებსაც თავად ვამზადებ.
Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ რეცეპტს ნიღბისა, რომელსაც მომენტალური გამაახალგაზრდავებელი, დამჭიმავი ეფექტი აქვს. თუ საღამოს სადმე მიდიხართ და კანი დაუყოვნებლივ უნდა განაახლოთ, დაჭიმოთ, სწორედ ეს ნიღაბი გჭირდებათ. თუ მას რეგულარულად გაიკეთებთ, კანი უფრო მკვრივი, ელასტიური და დაჭიმული გახდება.
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის გული
- 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
- 1 ჩ.კ. ავოკადოს ზეთი
მომზადება და გამოყენება
- კვერცხის გული მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში და ათქვიფეთ.
- დაუმატეთ ზეთი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
- დაუმატეთ სახამებელი, მოურიეთ კარგად – შეკრული კენჭები არ უნდა დარჩეს. მიიღებთ სქელ, ერთიან მასას.
- სახისა და კისრის გაწმენდილ კანზე წაისვით და 10-15 წუთით გაიჩერეთ ნიღაბი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ყოველდღიური კრემი.
ნაოჭები დაგლუვდება, კანი წამოიწევა. გაიკეთეთ ნიღაბი საჭიროებისამებრ. თუ სახე დაუყოვნებლივ უნდა დაჭიმოთ, დაიტანეთ ნიღაბი სახლიდან გასვლის წინ. თუ კანის მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, გამოიყენეთ ნიღაბი ყოველ მეორე დღეს, 2-3 კვირის განმავლობაში.