სპირულინა თქვენს კანს გააახალგაზრდავებს. მიეცით ამის უფლება

0
1066

მე ძალიან მიყვარს სპირულინას შემცველი ნიღბები. მას კარგი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. დღეს მინდა კიდევ ერთი ნიღაბი გაგაცნოთ ამ პროდუქტის შემცველობით. მას მკვეთრი ანტიასაკობრივი მოქმედება აქვს, აშორებს ნაოჭებს, აუმჯობესებს სახის ოვალს, აღადგენს კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს. მაშ ასე,

ინგრედიენტები:

  • სპირულინა (2 კაფსულა, ან 4 აბი, ან 1/2 ჩ.კ. ფხვნილი)
  • 1/2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 11 წვეთი ახლადდაწურული ლიმონის წვენი

მომზადება და გამოყენება

  1. სპირულინას ფხვნილს დაასხით ცოტაოდენი წყალი, არაჟნისებრი მასა რომ მიიღოთ.
  2. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
  3. წინასწარ გაწმენდილ სახესა და კისერზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ ნიღაბი.
  4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ყოველდღიური კრემი. შედეგი პირველივე გამოყენების შემდეგ გამოჩნდება.
  5. გაიკეთეთ ასეთი ნიღაბი კვირაში სამჯერ, თქვენთვის სასურველი შედეგის მიღებამდე.

ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე, გაიკეთეთ მგრძნობელობის ტესტი: წაისვით მცირე რაოდენობა იდაყვის შიდა ნაწილზე და დაელოდეთ რამდენიმე საათი. თუ ალერგიული რეაქცია არ გაჩნდა, თამამად წაისვით სხეულის სხვა ნაწილებზეც.