იდეალური ნიღაბი, რომელიც სახისა და კისრის ნაოჭებს გააქრობს

0
1026

თუ ცხვირ-ტუჩის ნაკეცები, ნაოჭები, მოშვებული კანი გაქვთ, სცადეთ სიტუაციის გამოსწორება ამ ნიღბის გამოყენებით. იგი შესანიშნავად აახლებს კანს, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, აგლუვებს კანს და ჭიმავს სახის ოვალს.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ნიღბის რეცეპტს, რომელიც 30 წლიდან ყველამ უნდა გამოიყენოს.

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილი
  • 2 ჩ.კ. ცხიმიანი არაჟანი
  • 1 ჩ.კ. სპირულინა
  • 1 ჩ.კ. ამოყვანილი კვერცხის ცილა

თუ ფიქრობთ, რომ ნიღაბი ძალიან ბევრი იქნება, აიღეთ ყველაფერი ორჯერ ნაკლები რაოდენობით. მაშ ასე,

მომზადება და გამოყენება

1. კერამიკულ ჭურჭელში მოათავსეთ ბრინჯის ფქვილი, არაჟანი და სპირულინა.

2. ურიეთ პასტის მდგომარეობის მიღებამდე.

3. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე. დაუმატეთ 1 ს.კ. მასა ნიღაბს. კიდევ ერთხელ მოურიეთ.

4. მიიღებთ ასეთ მასას.

5. გაწმენდილ სახესა და კისერზე წაისვით და 20-25 წუთით გაიჩერეთ ნიღაბი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და საჭიროებისამებრ წაისვით სახის კრემი, რომელსაც რეგულარულად იყენებთ.

პირველივე გამოყენების შემდეგ შენიშნავთ, რომ კანი დარბილდა, წამოიწია, ნაოჭები მნიშვნელოვნად შემცირდა. ნიღაბი ყოველდღე, 10 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. შემდეგ უკვე საჭიროებისამებრ.

დარჩით ჩვენთან – ჩვენ ვიცით, როგორ გაგიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა!