
თუ წვრილნაოჭიანი ტიპის მიხედვით ბერდებით, კანმა ტენი დაკარგა, ნაოჭების ბადით დაიფარა და ელასტიურობა დაკარგა, მაშინ ნიღბები, რომელთა შემადგენლობაში ნედლი ყაბაყი შედის, პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
ასეთი ნიღბები კანს ტონუსს დაუბრუნებს, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის ცირკულაციას, რაც შეაჩერებს დაბერების პროცესს. ეს კანის “დაჭკნობის” კარგი პროფილაქტიკაა.
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი ძალიან ეფექტური და ხელმისაწვდომი ნიღბის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. ნედლი ყაბაყის პიურე
- 2 ჩ.კ. შვრიის ფქვილი
- 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ც კვერცხის გული
მომზადება და გამოყენება
- დახეხეთ ყაბაყი წვრილად. 1 ს.კ. მიღებული პიურე მოათავსეთ კერამიკულ თასში.
- დაუმატეთ ფქვილი და კვერცხის გული. მოურიეთ.
- მოასხით ზეითუნის ზეთი. ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. ნიღაბი მზადაა!
- წაისვით ნიღაბი გაწმენდილ სახესა და კისერზე, გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ყოველდღიური კრემი.
- გამოიყენეთ ნიღაბი ყოველდღე, საჭირო შედეგის მიღებამდე, შემდეგ გადადით დამხმარე კურსზე (კვირაში ორჯერ).
დარჩით ჩვენთან – ჩვენ ვიცით, როგორ გაგიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა!