
დღეს ჩვენ გეტყვით, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან მზად, გასცენ პურის უკანასკნელი ნატეხი და რომელია ყველაზე ძუნწი ნიშანი…
მე-12 ადგილი – მორიელი
მორიელი უბრალოდ ძუნწი კი არა, ანგარებიანიცაა, რაც, რა თქმა უნდა, სულ სხვა დონეა: თუ ძუნწს ზამთარში თოვლს ვერ ესესხებით, მორიელი ამ თოვლს მოგყიდით, თანაც ძვირად. ამიტომ, ზოგიერთი გაგებით, მორიელი ზოდიაქოს ყველაზე გულუხვი ნიშანიცაა: საკუთარი საყვარელი თავისთვის არაფერი ენანება.
მე-11 ადგილი – თხისრქა
ნაღები წუწურაქი საზომებისა და სასწორების პალატიდან. თხისრქა გულუხვი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია – როცა ასეთი ქმედება მიზანშეწონილი და სარგებლიანია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უჭირს თავის კეთილდღეობებთან გამომშვიდობება. ეს იმიტომ, რომ თხისრქის მთავარი ცხოვრებისეული მისიაა მიმატება და არა პირიქით. ამასთან, თხისრქა მკაცრია სხვების მიმართ, თუმცა, საკუთარ თავთან მაინც ყველაზე მკაცრია. იგი ფულის ფლანგვის უფლებას საკუთარ თავსაც არ მისცემს.
მე-10 ადგილი – ქალწული
საპატიო მეათე ადგილი წილად ხვდათ ქალწულებს – პირდაპირ რომ ვთქვათ, ზედმეტად, პათოლოგიურად გულუხვ ადამიანებს. ქალწული არასდროს დაინანებს საკუთარ დროსა და ზრუნვას, არც მეგობრულ რჩევებს. მოგიტანთ ჩაის, თავზე ხელს გადაგისვამთ, უფასოდ გასწავლით ცხოვრებას. ფული? ფული არ აქვს, თუმცა, მის გვერდით არაფერი მოგაკლდებათ.
მე-9 ადგილი – კურო
კურო ძუნწი არაა, ოჯახის კაცია: კუროს იმდენად გულწრფელად და თავდავიწყებით უყვარს თითოეული ნივთი, რომელიც მას ეკუთვნის (მათ შორის, მონეტები საფულეში), რომ მისი გაცემა მისთვის იგივეა, რაც გულის ამოგლეჯვა! კურო გულუხვი მხოლოდ თავის ახლობლებთან და ნათესავებთანაა: ისინი, კუროსვე აზრით, მთლიანად მას ეკუთვნიან, ამიტომ ეს, ჩათვალეთ, მისთვის იგივეა, რაც ერთი ჯიბიდან მეორეში გადადება.
მე-8 ადგილი – კირჩხიბი
ეს ადგილი დამსახურებულად დაიკავა კირჩხიბმა – არა ძუნწმა ადამიანმა დაიკავა. პირველ რიგში, მას გულწრფელად სწამს, რომ გულუხვობა უკან დაუბრუნდება, თანაც, თუნდაც მეორე ცხოვრებაში. მეორეც, მას გულწრფელად უყვარს სხვა ადამიანების განებივრება არა იმიტომ, რომ თავს ქველმოქმედად გრძნობს ან განდიდდება, არამედ სხვისი ბედნიერება ახარებს. მესამეც, კირჩხიბი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხელმოჭერილი ნიშანია, თუმცა გონივრულ ფარგლებში. იკითხავთ: რატომ დავსვით იგი მერვე ადგილას? იმიტომ, რომ კირჩხიბი თავისი ძვირფასი პირადულობის წინაშე თავს ვერ იკავებს და გულუხვი მხოლოდ მათთანაა, ვინც ახლო წრეში შემოუშვა. ამ წრეში კი ერთნახევარ ადამიანს თუ უშვებს ხოლმე.
მე-7 – თევზები
თევზები მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გულუხვი – როცა დარწმუნებულია, რომ ამ საქმის უკან ეშმაკობა არ იმალება. მართალია, ეშმაკობას თითქმის ყველაფერში ეძებს, თუმცა, ესაა ორგანიზმის ჩაშენებული ფუნქცია, რომელიც ამღვრეულ წყალში გზის გაკვლევაში ეხმარება. სანამ სრულიად უანგაროდ გასცემდეს რამეს, თევზები ფიქრობს: მერე კისერზე ხომ არ დამაჯდება? ჩემს ამ ჟესტს სათანადოდ შეაფასებენ? ამ ერთი პურის გაცემით ხომ არ გავღარიბდები?
მე-6 ადგილი – სასწორი
საპატიო ცენტრალური ადგილი ყველაზე გულუხვ ნიშნებს შორის დაიკავა სასწორმა, რომელიც, ჩვეულებრივ, ზოგადად არაა გულუხვი, თუმცა, ვერც წუწურაქს ვუწოდებთ. სასწორს არასდროს არაფერი ენანება არავისთვის, თუმცა, ამ “არავის” სიაში საპატიო ადგილი თავად სასწორს უჭირავს. პირველ რიგში, საკუთარ თავს აჩუქებს რაღაც ლამაზს, დაისხამს ძვირადღირებულ სასმელს, წავა სამოგზაუროდ, მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება ახლობლებს, რატომაც არა!
მე-5 ადგილი – ტყუპები
ლიდერთა ხუთეულს ხსნის ტყუპები – ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სწამს, რომ იმქვეყნად ვერაფერს წაიღებს, ამიტომ სიძუნწეს აზრიც არ აქვს. მეორე მხრივ, ამავე მიზეზის გამო არ ფიქრობს გამდიდრებაზე. ტყუპებს სიძუნწეში, რა თქმა უნდა, ვერ დავადანაშაულებთ: იგი სიამოვნებით მისცემს ნებისმიერ ვინმეს ნებისმიერ რამეს. უბრალოდ, მას არაფერი აქვს გამოსართმევი, უფრო სწორად, ზოგადად არაფერი აქვს. აი, წუხელ ჰქონდა, დღეს კი გაუთავდა. ხვალ მოდით.
მე-4 ადგილი – მერწყული
მერწყულმა ლამის ლიდერთა სამეულს მიაღწია. ესაა ძალიან გულუხვი ადამიანი იმიტომ, რომ საერთოდ არ აფასებს მატერიალურ კეთილდღეობას: როგორც ამბობენ, ნეხვი არ ენანება. თუმცა, თავისკენაც ასეთივე დამოკიდებულებას მოითხოვს და მართლა ვერ ხვდება: რატომაა გარშემო ყველა ასეთი ძუნწი? ამავდროულად, თანდათან ყველა ხვდება, რომ მერწყულისთვის უანგარობა იგივეა, რაც წყალში უანგაროდ რაღაცის გადაგდება: ამ საქმეში იმდენივე სარგებელია, რამდენიც მადლიერება.
მე-3 ადგილი – ვერძი
ლიდერთა სამეულს დამსახურებულად ხსნის ცეცხლოვანი ვერძი – ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა სამართლიანი სამყაროსი: ითხოვეთ და მოგეცემათ, თანაც, ყველა გაგებით (ანუ, შეიძლება სილაც მიიღოთ ლოყაზე). ძვირფასი შემოქმედი რომ არ გააბრაზოს, ვერძი არასდროს ძუნწობს. სხვათა შორის, ეს მის პრაქტიკულობას სულაც არ ეწინააღმდეგება: ვერძი, რა თქმა უნდა, მთხოვნელს დაეხმარება, თუმცა, თუ მთხოვნელი პერსპექტიულად სარგებლიანი ადამიანია, ვერძი უფრო გულუხვად გასცემს. აბა რა? კარმაც სუფთა აქვს და, პერსპექტივაში, სარგებელიც ექნება.
მე-2 ადგილი – ლომი
ვერცხლის მედალი შეხვდა ლომს – გულუხვ, დიდსულოვან და სრულიად უანგარო ადამიანს: ლომი მზადაა, ახლობლებს ფეხთ დაუგოს ძვირფასი საჩუქრები, თუმცა უკან საერთოდ არაფერს ელის. ლომის სულის სიფართე, რომ იცოდეთ, არავითარ ჩარჩოში არ ჯდება, თანაც, არსებობს მარტივი ახსნა: ლომი საკუთარი გულუხვობითა და დიდსულოვნებით იღებს უდიდეს სიამოვნებას და გასცემენ ისე, რომ არასდროს ითხოვენ. მაშინაც კი, როცა ეუბნებიან, რომ “არაფერი სჭირდებათ”, მაშინაც კი, თუ მას ერთმნიშვნელოვნად ლეწავენ ამ კეთილშობილურ სახეში 30 ვარდისგან შემდგარ თაიგულს, რომელიც ხელფასამდე 3 კვირით ადრე, ბოლო თეთრებით იყიდა, მაინც გასცემს. ლეწონ, ჟესტი ხომ ლამაზი გამოუვიდა?
1-ლი ადგილი – მშვილდოსანი
ტა-დამ! საპატიო პირველი ადგილი და ოქროს მედალი (რომელსაც გადაადნობს და ფულს უსახლკარო კატების თავშესაფარს ჩაურიცხავს) ეკუთვნის მშვილდოსანს – ჰოროსკოპში ყველაზე გულუხვ ნიშანს. იმას კი ვერ ვიტყვით, რომ ეს მისი დამსახურებაა, რამდენადაც მშვილდოსანმა უბრალოდ არ იცის, როგორ უნდა იძუნწოს: ან მას დნმ-ში ხელმომჭირნეობა არ უწერია, ან კათარზისი მასში პირველად მაშინ ჩნდება, როცა მეზობლის ბავშვს ქვიშის მოედანზე თავის სათამაშო ნიჩაბს ათხოვებს. თუმცაღა, ჩვენ მაინც გვეპარება ეჭვი, რომ საქმე ასეა: უბრალოდ, მშვილდოსანს მუდმივად იმდენი კეთილდღეობა ეყრება თავზე ზეციური კანცელარიიდან, რომ ერთბაშად ყველაფრის ათვისება გაუჭირდება და არც უნდა.
ეთანხმებით ასეთ რეიტინგს?