
დაქალმა თვალის გარშემო ნაოჭები შემნიშნა და ძალიან უცნაური ნიღაბი შემომთავაზა. ის მისთვის უკრაინელ ბიძაშვილს უსწავლებია. დაქალმა დამარწმუნა, რომ ნიღაბი ძალიან კარგია და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. ვცადე და შედეგი მომეწონა.
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ ნიღაბს, რომელიც თვალის გარშემო ნაოჭებს მოგაშორებთ.ამ შესანიშნავი ნიღბის ფუძეს ჭვავის პური წარმოადგენს.
ინგრედიენტები:
- 1 ნაჭერი ჭვავის პური
- 1 ჩ.კ. კარაქი
- 1/2 ჩ.კ. A ვიტამინი
- 1/4 ჭიქა რძე
- 1 ჩ.კ. E ვიტამინი
მომზადება და გამოყენება
1. შუშის ღრმა თასში დააქუცმაცეთ პურის ნაჭერი (ქერქი მოაშორეთ).
2. შეათბეთ (ზედმეტად არ გაათბოთ, ცხელი არ უნდა იყოს) რძე და დაასხით პურის ნამცეცებს. დაელოდეთ, სანამ პური კარგად გაიჟღინთება. კოვზით დაჭყლიტეთ მასა ფაფის მდგომარეობამდე.
3. დაუმატეთ პურის ფაფას კარაქი. თბილი რძე მას დაადნობს. მოურიეთ.
4. დაუმატეთ დანარჩენი პროდუქტი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
5. მიღებული ნიღაბი მოათავსეთ ორფენიანი მარლის ორ ნაჭერზე – თითო ჩ.კ. თითოზე.
6. დაახურეთ ფაფას მარლის კიდევ ორი ფენა და დაიდეთ მიღებული პატჩები თვალებზე, ნაოჭები რომ მოიცვას. გაიჩერეთ 15 წუთით.
7. მოიშორეთ პატჩები და ჩამოიბანეთ ნარჩენები თბილი წყლით.
ნიღაბი 10 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა გამოიყენოთ. შემდეგ დააკვირდით, საჭიროებისამებრ, გაიმეორეთ კურსი. კანი დაგლუვდება, გაახალგაზრდავდება, მიმიკური ნაოჭების სიღრმე შემცირდება. სცადეთ!