
საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალი საფუარი დაგეხმარებათ ნაოჭებთან გამკლავებაში, იხსნის კანს ჩამოწელვისა და გაუფერულებისგან. ამისთვის უბრალოდ უნდა მოამზადოთ ნიღაბი იმ ინგრედიენტებით, რომლებიც ყველა სამზარეულოში გვეგულება.
სილამაზის მთელი ინდუსტრია იყენებს საფუარს, უბრალოდ, იგი საცხობ საფუარს ეტანება ხოლმე. ეს საფუარი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის და მხოლოდ შემდეგ ემატება შამპუნებს, კრემებს, ლოსიონებსა და ნიღბებს. საფუარი ხომ აახლებს კანის უჯრედებს, ამიტომაც ითვლება იგი ძლიერ ენერგეტიკულ წყაროდ, რაც ბევრმა არ იცის. მაშ ასე, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სახის ნიღბის მომზადებას. იგი გამოკვებავს, გააახალგაზრდავებს და აღადგენს კანს.
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ. ცოცხალი საფუარი (გაითვალისწინეთ, რომ მშრალი არ იქნება ეფექტური)
- 6 ჩ.კ. რძე ან ნაღები
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. სახამებელი
- 8 წვეთი A ვიტამინი
- 4 წვეთი E ვიტამინი
მომზადება და გამოყენება
ცოცხალ საფუარს დაასხით თბილი რძე და კარგად მოურიეთ, დააყენეთ 20 წუთით, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ უნდა მოურიოთ და დაუმატოთ თაფლი, შემდეგ, თანდათან, სახამებელიც. ამ მასას დაუმატეთ ვიტამინები. კარგად მოურიეთ და ნიღაბიც მზად იქნება.
წაისვით ნიღაბი მთლიან სახეზე, თვალის გარშემო მონაკვეთის გარდა. ჯერ ერთი ფენა, შემდეგ, როგორც კი ოდნავ გაშრება, მეორე. სულ 4 ფენა უნდა დაიტანოთ. გაიჩერეთ სახეზე 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სურვილისამებრ, წაისვით ყოველდღიური კრემიც. გაიკეთეთ ნიღაბი 2 კვირის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს, ეფექტი შესანიშნავი იქნება!