ღამის შრატები სახისთვის: მოამზადეთ ყველაფერი სახლის პირობებში

0
1080

ჩემი დაქალი საშინაო კოსმეტოლოგიის ნამდვილი ექსპერტია. იგი არ ენდობა ცნობილ ბრენდულ საშუალებებს და არც ზედმეტის გადახდა სურს “სახელში”. სახის კრემებს, ტონიკებს, ნიღბებსა და შრატებს ყოველთვის თვითონ ამზადებს.

გარკვეული დროის განმავლობაში, მის ამ გატაცებას სკეპტიკურად ვუყურებდი. თუმცა, პირდაპირი გაგებით ვამბობ, შედეგი სახეზე იყო. მისი სახე ყოველთვის გლუვი, დატენიანებული და ნაზია, თან ანათებს, ჯანმრთელობას ასხივებს. გადავწყვიტე, მის რჩევას მივყვე და სახის ღამის შრატებით დავიწყო. განსხვავებას თითქმის დაუყოვნებლივ შეამჩნევთ.

როგორ მოვამზადოთ სახის შრატი სახლის პირობებში

ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ასკილის თესლის ზეთი
  • 1 ს.კ. არგანის ზეთი
  • 2 ჩ.კ. E ვიტამინის ზეთი
  • 20 წვეთი საკმევლის ზეთი
  • 10 წვეთი სტაფილოს თესლის ზეთი
  • 5 წვეთი ილანგ-ილანგის ზეთი

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი 60 მლ მოცულობის ფლაკონში. კარგად შეანჯღრიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ კანი. წაისვით ცოტაოდენი შრატი თითების ბალიშებით.
  3. შეინახეთ შრატი გრილ, ბნელ ადგილას. ფლაკონზე მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს.

ნორმალური და მშრალი კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ასკილის თესლის ზეთი
  • 1 ს.კ. გარგრის კურკების ზეთი
  • 2 ჩ.კ. E ვიტამინის ზეთი
  • 20 წვეთი საკმევლის ზეთი
  • 10 წვეთი სტაფილოს თესლის ზეთი
  • 5 წვეთი ჟასმინის ზეთი

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი 60-მილილიტრიან ფლაკონში. შეანჯღრიეთ ერთგვაროვან მასამდე.
  2. წაისვით შრატი მშრალ, გაწმენდილ კანზე.
  3. შრატი უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, შეინახოთ გრილ ადგილას.

სახის საშინაო შრატების რეგულარული გამოყენება გაასწორებს წვრილ და გააუფერულებს ღრმა ნაოჭებს. დარწმუნებული იყავით, რომ მის შემადგენლობაში არავითარი ქიმიაა. თუ ამ შრატს ფეხმძიმე ან მკვებავი დედა იყენებს, არ დაუმატოთ მასას სტაფილოს თესლის ზეთი. ჩაანაცვლეთ იგი საკმევლის ზეთით.

თუ სახლში კვიპაროსის ან სალბის ზეთი გაქვთ, ცხიმიანი კანის შრატში მათი დამატებაც შეიძლება. აი, ვარდის ზეთი კი შესანიშნავად შეავსებს მშრალი კანის შრატს.