
მამაკაცის წვერი დღეისათვის უკვე მოდაშია. თითქმის ყველა მეორე მამაკაცი იწონებს თავს სახის თმით. მათთვის ეს დიდი შვებაა, რადგან პარსვა იმდენად ხშირად აღარ უხდებათ. როცა ჩემმა ქმარმაც გადაწყვიტა წვერის მოშვება, მე მისი პარსვისშემდგომი კრემის აქტიური გამოყენება დავიწყე.
Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ კანის მდგომარეობა მამაკაცის პარსვისშემდგომი კრემით.
ამ საშუალების უნიკალური თვისებების შესახებ პირველად ჩემმა დამ მიამბო. მის კოსმეტიკურ ჩანთაში იპოვით ცნობილი ბრენდების კოსმეტიკას, არჩევანი კი ძალიან ფართოა. თუმცა, წარმოიდგინეთ ჩემი შოკი, როცა გავიგე, რომ იგი სახეზე მამაკაცის იაფფასიან კრემს ისვამს, რომელიც პარსვის შემდეგომ წასმისთვისაა გათვლილი. მისი თქმით, ეს მაკიაჟისთვის საუკეთესო ფუძეა. შემდეგ კიდევ რამდენიმე საიდუმლო გამანდო.
რატომ უნდა წაისვას პარსვისშემდგომი კრემი ქალმა?
- პარსვისშემდგომი კრემი ფეხებზე-ჩემი რჩეული გახდა F ვიტამინის შემცველი კრემი. ქალებისთვის მისი გამოყენების ყველაზე თვალსაჩინო გზაა ფეხების გაპარსვის შემდეგ წასმა.ეპილაცია თუ ჩვეულებრივი პარსვა აღიზიანებს კანის საფარს, რაც იწვევს სიწითლესა და უსიამოვნო შეგრძნებებს. საშუალებათა უმეტესობა უბრალოდ სიმპტომებს ხსნის, აცივებს დაზიანებულ მონაკვეთებს. თუმცა, ეს კრემი ახორცებს წვრილ დაზიანებებს.
- მზისგან დამწვრობის დროს-მზეზე ჩაგეძინათ? ეს ხშირად ხდება. თუმცა, შედეგი ძალიან უსიამოვნოა ხოლმე. ახლა მოხარშულ კიბორჩხალას ჰგავხართ, კანზე კი ცეცხლი გიკიდიათ? დამწვრობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები აფთიაქში ძვირი ღირს. აი, პარსვისშემდგომი კრემი კი ამ პრობლემას მასსავით უკეთ გაუმკლავდება.
- სწრაფი გაგრილება და აღდგენა-კრემის გამაგრილებელი და რეგენერაციული თვისებები შვებით ამოსუნთქვის საშაულებას მოგცემთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვა წვრილი დაზიანებების დროს. მწერის ნაკბენები, მიკროტრავმები, კანის აქერცლვა და ტანსაცმლისგან გაღიზიანება აღარ შეგაწუხებთ. აი, ღია ჭრილობები კი კრემით საერთოდ არ უნდა დაიმუშავოთ.
- კანის მოსავლელად-ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია კანის ზამთრის პრობლემები. ამ პერიოდში იგი ძალიან შრება, იწყებს აქერცლვასა და წითელი ლაქებით დაფარვას. მე მრავალი სხვადასხვა კრემი ვცადე, თუმცა, სასურველი შედეგი არც ერთს მოუცია. უკვე მიხვდებოდით, რისი თქმაც მინდა. დიახ, პარსვისშემდგომ კრემს საუკეთესო ეფექტი ჰქონდა. მისი წასმის შემდეგ, კანი გლუვდება, ტენიანდება, ცოცხლდება. გაიხსენეთ ბონუსიც: იდეალური პრაიმერი ტონალური კრემის ქვეშ.
დაბოლოს, მცირე უარყოფითი მხარის შესახებაც უნდა გაგაფრთხილოთ: რამდენადაც კრემი მამაკაცზეა გათვლილი, მზად იყავით მკვეთრი სუნისთვის. მართალია, ეს არომატი უნისექსად გამოდგება, თუმცა, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს… მაინც, გაითვალისწინეთ.