
ჩვენ არაერთხელ გვსმენია მაწვნისა და სელის თესლის სარგებლიანობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, რძემჟავას პროდუქტებში არსებული პრობიოტიკები ძალიან სასარგებლოა ნაწლავების მიკროფლორისთვის. აი, სელის თესლი კი იქ დაგროვილ მავნე ნივთიერებებს დევნის ორგანიზმიდან. თუმცა, იცოდით, რომ ამ პროდუქტების გამოყენება კოსმეტოლოგიური მიზნებითაც შეიძლება? მაწვნისა და სელის თესლის ნიღაბი ხომ თმის მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახება!
ყოველდღიურ რაციონში სელის თესლისა და ნატურალური მაწვნის დამატების გარდა, Girl.ge-ის რედაქცია გირჩევთ მარტივ, თუმცა ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც სახლის პირობებში თმის მოვლას უზრუნველყოფს.
თმის ნიღაბი სახლის პირობებში

მაწონი მდიდარია ცილით, რომელიც უზრუნველყოფს თმის ნორმალურ, ჯანმრთელ ზრდასა და გამოკვებას. ეს პროდუქტი შეიცავს რძემჟავასაც, რომელიც შესანიშნავად, რბილად წმენდს თავის კანს და აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, რაც თმას გაზრდაში ეხმარება.
სელის თესლი კი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც სასარგებლოა როგორც კანის, ისე თმისთვისაც. მკვებავი ნივთიერება თავის კანს აჯანსაღებს თავისუფალი რადიკალების მოსპობის გზით. ვიტამინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც თმის ზრდას უწყობს ხელს და ამცირებს მის მტვრევადობას. მას ნაადრევი გაჭაღარავების აღკვეთაც შეუძლია.
სელის თესლი, აგრეთვე, შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, სასარგებლოა თმისა და კანისთვის, რამდენადაც კვებავს მათ და ხელს უშლის თმის გამოშრობას, განსაკუთრებით, წლის ცივ პერიოდებში. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ომეგა-3 აღკვეთს თმის გამოფიტვასა და ცვენას, აგრეთვე, ხელს უშლის თავის კანის გამოშრობასა და ქერტლის გაჩენას.
სელის თესლი არამხოლოდ თმაზე, არამედ თავის კანზეც მოქმედებს, ისეთი მკვებავი ნივთიერებების შემცველობის ხარჯზე, როგორებიცაა B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, სელენი და სპილენძი. ეს ნივთიერებები აჩქარებს თმის ზრდას და ეხმარება გაძლიერებაში.
სელისა და მაწვნის ნიღაბი
თმის მკვებავი ნიღბის შესაქმნელად, აიღეთ ნებისმიერ მაწონი, დანამატების გარეშე, და სელის თესლი, 2:1 თანაფარდობით.
სელის თესლი დანაყეთ. ყველა სასარგებლო ნივთიერების შესანარჩუნებლად, გამოიყენეთ მასა ძალიან სწრაფად.
ჩაალბეთ თესლი მაწონში და შედგით მაცივარში 3 საათით. წაისვით ნიღაბი სუფთა, ოდნავ ნოტიო თმაზე, მთელ სიგრძეზე. შეიხვიეთ თავი. გაიჩერეთ ნიღაბი 20-40 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
თუ ალერგიისკენ მიდრეკილი ხართ, გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ მასა იდაყვის შიდა მხარეს.