იდეალური წარბები 3 წუთში: უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას

0
1692

სად ამოვიღო, სად შევიღებო, როგორი ფორმა მივცე? Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ მოკლე და უნივერსალურ ინსტრუქციას, სახლის პირობებში იდეალური წარბების შესაქმნელად.

როგორ გავიკეთოთ იდეალური წარბი?

წარბების ოსტატმა, ჯიმენა გარსიამ, აღიარებულმა ავტორიტეტმა და საკუთარი სტუდიის დამფუძნებელმა, რომელიც ამერიკელ ვარსკვლავებს ემსახურება, შეადგინა წარბის იდეალური ფორმის მარტივი გიდი.

სქლად, უხვად წაისვით წარბის ღერებზე რბილი ფანქარი ან ტუში, პოგმენტი თმაზე რომ დარჩეს და არა კანზე. მიაჭირეთ წარბს ქაღალდი მაგრად, საკმაოდ მკვეთრი ანაბეჭდი რომ მიიღოთ.

ეს თქვენი ახლანდელი წარბია.

იდეალური წარბების საიდუმლო

როგორ მივცეთ წარბებს იდეალური ფორმა? პირდაპირ ქაღალდზე აღნიშნეთ, სადაა მისი ძირითადი “სხეული” – შუა მონაკვეთი, რომელსაც არ უნდა შეეხოთ, და რომელი ღერებია ზედმეტი (ჩვეულებრივ, წარბების დასაწყისში და ზედა კიდეზე.

ძალიან კარგი, ამაზე შეჩერდით.

ახლა უკვე საკუთარი, ბუნებრივი, კარგი ფორმის წარბი გაქვთ, მკვეთრი კონტურით.