
დღეს გიამბობთ ჩემი ბოლო აღმოჩენის შესახებ, რომლის ეფექტმაც პირველივე გამოყენების შემდეგ აღმაფრთოვანა. ასეთი რამ იშვიათია, ამიტომაც გადავწყვიტე, იგი მათთვისაც გამეზიარებინა, ვისთვისაც თმასთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალურია. კერძოდ, ვისაც თმის აღმდგენი სტრუქტურები ან მისი იერსახის გაუმჯობესება სურს.
თმა ხომ ქალის სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ქალბატონები დიდი ყურადღებით უდგებიან.
რევანდის ბალზამი ერთმა ქალმა გამაცნო, როცა კომპლიმენტი ვუთხარი მის თმასთან დაკავშირებით. ხშირად ვერ შეხვდებით ქალს, თანაც ასაკოვანს, ასეთი ლამაზი, ხშირი და მოელვარე თმით.
მან კომპლიმენტისთვის მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ თმის დაბანის შემდეგ იყენებს ერთ ბალზამს, რომელიც ერთხელ ინტერესის მოსაკლავად იყიდა აფთიაქში, ახლა კი მას რეგულარულად ყიდულობს, როგორც კი უმთავრდება. მისი თქმით, ამ ფასად შედეგი ნამდვილად აჭარბებს მოლოდინს. მითხრა, რომ მანამდე მრავალგვარი ნიღაბი, შამპუნი და ბალზამი გამოსცადა, თანაც, საკმაოდ ძვირადღირებულიც.
მისი თმის მდგომარეობა იმდენად მომეწონა, რომ ამ ბალზამით დავინტერესდი და მისი ყიდვა გადავწყვიტე. როგორც მითხრა, ბალზამი აფთიაქში მუდმივად აქვთ და ყიდვამდე ფარმაცევტს ჰკითხა, ვინმეს ხომ არ დაუჩივლია ამ პროდუქტზე. ამაზე უპასუხეს, რომ ბალზამი ელვის სისწრაფით ეყიდებათ, უარყოფითი გამოხმაურება კი ჯერ არავის ჰქონია.
იმდენად შთამაგონა, რომ მეც გადავწყვიტე, მეცადა. მით უმეტეს, რომ ჩემი თმა, განსაკუთრებით ზამთარში, დამატებით ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვს. ჰოდა, აგერ უკვე 2 თვეა, სწორედ ამ ბალზამს ვიყენებ, იმ ქალს კი ყოველდღე ვლოცავ, როცა სარკეში ჩემს თავს ვუყურენ.
როგორ ვიყენებ ბალზამს
- ვიბან თავს შამპუნით.
- ნოტიო თმაზე ვისვამ ბალზამს თმის მთელ სიგრძეზე.
- ვიჩერებ 3-5 წუთით.
- ვიბან თბილი წყლით.
- ვივლებ თმას ნელ-თბილი წყლით.
რა მომეწონა:
- თმა მომენტალურად იხსნება და მარტივად ივარცხნება, ბალზამის დატანებისთანავე.
- თმა გლუვდება, რბილდება, შეხებისას აბრეშუმის შეგრძნება აქვს.
- ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობა.
- თმიდან მარტივად ირეცხება.
- მისი გამოყენების შემდეგ, თმაზე ცხიმის შეგრძნება არ რჩება (როგორც ეს რევანდის ნიღბების შემდეგ ხდება).
- ფასი მისაღებია.
რა არ მომეწონა:
- ვარგისია 36 თვის განმავლობაში. მე უპირატესობას ვანიჭებ პროდუქტს, რომელსაც ნაკლები აქვს შენახვის ვადა.
რას წარმოადგენს რევანდის ბალზამი?
პროდუქტი ჩამოსხმულია გაუმჭვირვალე, მუქ ფლაკონში, მარტივად ისმება თმაზე. აქვს სასიამოვნო სურნელი. ფლაკონი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, რაც შენაძენს უფრო სასიამოვნოს ხდის. ჩემი აზრით, ასეთი ბალზამი არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საყვარელი მეგობრებისთვისაც უნდა შეიძინოთ.
ბალზამის ხარჯი არც ისე დიდია, 1 ჩ.კ. მასა თმის მთელ სიგრძეზე მყოფნის (მხრებამდე თმა მაქვს). ვფიქრობ, ერთი ფლაკონი თქვენც დიდხანს გეყოფათ.
თქვენ გაქვთ მსგავსი საყვარელი პროდუქტი? აუცილებლად გაგვაცანით!