ტესტი: რომელი ქალი იტყუება? ამ კითხვას ყველა სწორად ვერ პასუხობს

0
933

პიროვნებათშორისი კავშირი არამხოლოდ ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვებია, რომლებიც ისედაც ექვემდებარება სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას. ის, რასაც ვფიქრობთ და ვინ ვართ – ეს ყველაფერიც უკავშირდება სხეულების ურთიერთობასა და ყველაზე მცირე ჟესტებსაც კი. ამ ტიპის სიგნალების სწორი წაკითხვა მნიშვნელოვნად ამარტივებს სიცოცხლეს, თუმცა, ეს უნარი უნდა გამოიმუშავოთ.

არავერბალური საუბარი, ხანდახან, იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ათასი სიტყვა. ადამიანი ამბობს ერთს, თუმცა, მისი ქცევა და სახის გამომეტყველება რაღაც სავსებით სხვაზე მიუთითებს. თქვენ თუ შეგიძლიათ ასეთი გაუგებარი შეტყობინებების ამოკითხვა? Girl.ge-ის რედაქცია ახლა სწორედ თქვენს ამ უნარს განსაზღვრავს.

ნახატზე ხედავთ ერთსა და იმავე ქალს, 4 განსხვავებულ პოზაში. თქვენი მიზანია, მისი ჟესტების მიხედვით გაიგოთ, როდის იტყუება.

რომელი ქალი მალავს სიმართლეს? აირჩიეთ მხოლოდ ერთი ვარიანტი.

  1. მისი გახსნილი ხელის გულები იმაზე მიუთითებს, რომ ქალი ძალიან გახსნილი ადამიანია და, დიდი ალბათობით, ვერ იტანს ტყუილს. ზოგიერთი ადამიანი არ ენდობა მათ, ვინც ზედმეტ ჟესტს იყენებს საუბრის დროს, თუმცა, ეს, როგორც წესი, სავსებით გაუაზრებლად ხდება და კონკრეტულს არაფერს ნიშნავს.
  2. მისი სხეულის მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ ქალი ძალიან საეჭვოა. ნერვული ტიკი, რომელიც ყურზე ხელის მოკიდებით იჩენს თავს, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მას თქვენი მოტყუება ან სიმართლის დამალვა სურს. თუმცა, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც თქვენ გიმალავთ რამეს და არა სხვას.
  3. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იდეალური არჩევანია. ქალი მოთმინებით მოგისმენთ და თქვენ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას გააანალიზებს. ნიკაპის ხელზე მიბჯენა ამის საუკეთესო მტკიცებულებაა. ეს გულწრფელი ქალია, რომელსაც მოტყუების საბაბი არ აქვს.
  4. მისი სხეულის ენა იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ეს ქალია მატყუარა. ამაზე მეტყველებს შეუმჩნეველი, თუმცა, არსებითი სიგნალი. ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში რომ პირზე ხელის მიფარება პირველი ნიშანია სიმართლის დამალვისა. დანარჩენ ვარიანტებს შორის ეს ყველაზე თვალსაჩინოა.