
ის, რაც ყველაზე მეტად გვიზიდავს, ჩვენ შესახებ ბევრ რამეს ამბობს. ჩვენს ქვეცნობიერს ძალიან იდუმალი ბუნება აქვს და, რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით უკეთესი ჩვენთვისვე.თვალი გადაავლეთ ზემოთ მოცემულ ნახატს და აირჩიეთ ის თვალი, რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს თქვენს ყურადღებას. Girl.ge-ის რედაქცია კი გეტყვით, თუ რისი თქმა სურს თქვენს ქვეცნობიერს.
- თუ ამ თვალმა მიიპყრო თქვენი ყურადღება, შეწყვიტეთ საკუთარ ნაჭუჭში დამალვა. თქვენ ზედმეტად ჩაკეტილი ხართ, რაც იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე თქვენ გგონიათ.თუ ცხოვრებაში ვინმეს შემოშვება გსურთ, შემოუშვით. შეაფასეთ საკუთარი თავი სათანადოდ და ნუ იკავებთ თავს ყველაფრისგან.
- თუ მეორე თვალი აირჩიეთ, ესე იგი, დიდი ალბათობით, რაღაცას მალავთ. ძალიან დიდხანს ატყუებდით ხალხს, რაც მხოლოდ ხელს უშლის თქვენს ცხოვრებისეულ კეთილდღეობას.თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ, თუმცა, არასდროს არაფერს აძლევთ თავისით მიმდინარეობის საშუალებას. ასე რატომ იქცევით? იქნებ, საკუთარი შეცდომების აღიარება უფრო წაგადგეთ.
- მართალია, ეს თვალი მოწყენილი გეჩვენებათ, თუმცა, ადამიანები, რომლებიც მას ირჩევენ, იტანჯებიან. თქვენს ცხოვრებაში ახლა ბევრი რამ ხდება და არ იცით, როგორ გაუმკლავდეთ საკუთარ გრძნობებს.თქვენს ქვეცნობიერს იმის თქმა სურს, რომ მარტო არ ხართ. თქვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომელთა იმედიც გაქვთ. შეწყვიტეთ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება, ნუ ამბობთ უარს დახმარებაზე, როცა იგი მართლა ძალიან გჭირდებათ.
- თუ ამ თვალთან კავშირი იგრძენით, ესე იგი სწორედ თქვენ იშენებთ გარშემო კედლებს, თავის დასაცავად. დანარჩენ სამყაროს ემალებით და ფიქრობთ, რომ ეს დაგეხმარებათ, რაშიც ძალიან ცდებით.შემოიკრიბეთ გარშემო ახალი ადამიანები და გაუზიარეთ მათ მოგონებები, რომლებიც არ გტოვებთ. მართალია, ეს მარტივი არ იქნება, თუმცა, თუ ამას შეძლებთ, სხვა ყველაფერსაც მოახერხებთ. შეწყვიტეთ წარსულისკენ ცქერა, ამჯერად სცადეთ და მომავლისკენ გაიხედეთ.
- ამ თვალის არჩევა იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მეტს მუშაობთ, ვიდრე სხვები. თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელიც წინ მიდის, ყველაფრის მიუხედავად. გრძნობებს საგულდაგულოდ მალავთ და მონდობილ საქმეს მაქსიმალურად კარგად ასრულებთ.ცხოვრებას აფასებთ, თუმცა, ხანდახან გავიწყდებათ, თუ რა არის მასში მართლა მნიშვნელოვანი. მოკლედ, ყოველთვის ცდილობთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, თუმცა გავიწყდებათ ხანდახან გაჩერება და დამსახურებული დასვენებით დატკბობა.
- თუ ამ თვალმა მიგიზიდათ, ესე იგი, ყველაფრისთვის მზად ხართ, ოღონდ გარშემომყოფი ადამიანები გაახაროთ. მათ აძლევთ ყველაფერს, რაც გაქვთ, თუმცა, სანაცვლოდ არასდროს არაფერს ითხოვთ.დროა, გაიგოთ, რომ ხანდახან “არა” უნდა თქვათ და სხვანაირად მოიქცეთ. ნუ ეცდებით იმ ადამიანებთან ყოფნას, რომლებსაც თქვენთან ყოფნა არ სურთ.