
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ტესტს. აირჩიეთ ქვა ჯადოსნური სიმბოლოთი. თითოეული სიმბოლო რამდენიმე რუნისგან შედგება. ქვის არჩევის შემდეგ, წაიკითხეთ ბედისწერის გზავნილი პარალელური სამყაროდან. ასე გაიგებთ, რას გიმზადებთ ბედი უახლოეს მომავალში.
1. ალგიზი, ურუზი და ტეივაზი
ეს სიმბოლო 3 რუნისგან შედგება. ბედისწერა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობას მოგცემთ. სწორ გზაზე ხართ და სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ. ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ. ეს ნამდვილად ძალგიძთ.
2. ნაუტიზი და ანსუზი
ეს ჯადოსნური ნიშანი კი ორი რუნისგან შედგება. თქვენ გელით განსაცდელი, ბედი თქვენს ამტანობასა და სიმტკიცეს გამოცდის. თუმცა, ამით დაბრძენდებით და საკუთარ განსაკუთრებულ დანიშნულებას იპოვით ამ ცხოვრებაში. ამ სამყაროში ერთგვარი მნიშვნელოვანი კვალი უნდა დატოვოთ, რომელიც მრავალი ადამიანის ბედისწერაზე მოახდენს გავლენას. ცხოვრებაში მოვლენილი განსაცდელები ცვლის ადამიანის ხასიათს. შესაძლოა, ადრე მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ირჯებოდით, ახლა კი დროა, გაიგოთ, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ყველაფერი “ერთი მთლიანის ნაწილია”.
3. ინგუზი და ალგიზი
ეს სიმბოლოც ორი რუნისგან შედგება. თუ იგი აირჩიეთ, ესე იგი, მიიღებთ კარგ ცნობას, სასიკეთო ახალ ამბავს. ყველაფერში გაგიმართლებთ და თქვენი ჩანაფიქრები წარმატებით შეისხამს ფრთებს.