
მთელ მსოფლიოში კოსმეტოლოგებმა იციან, რომ კაკაოს ზეთი კანისთვის სასარგებლოა და საკუთარ კრემებსა და ნიღბებში აქტიურად იყენებენ. ეს ზეთი კანის დაბერებას და დაღლილობის ნიშნებს აქტიურად ებრძვის. კაკაოს ზეთი ბევრ ანტიასაკობრივ კოსმეტიკურ პროდუქტში შედის. Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის ღირებული კაკაოს ზეთი კანისთვის და როგორ გამოვიყენოთ შინაურულ კოსმეტიკაში. სწორი გამოყენების შემთხვევაში შთამბეჭდავ შედეგს მიიღებთ.
მაგალითისთვის გთავაზობთ მკვებავ კრემს, რომელიც კანს ტონუს მატებს, სასარგებლო ელემენტებით კვებავს, ატენიანებს, ელასტიურობას უბრუნებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 ს/კ კაკაოს ზეთი
- 1 ჩ/კ ასკილის ზეთი
- 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი
- 2-3 წვეთი A და E ვიტამინები
- 1 ს/კ ბაზა – ნებისმიერი სახის კრემი, რომელსაც იყენებთ.
მომზადება:
- კაკაოს ზეთი ოდნავ შეათბეთ და მინის ჭურჭელში მოათავსეთ, ქაცვის და ასკილის ზეთები დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. A და E ვიტამინები დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
- მიღებულ ზეთოვან ნარევს 1 ს/კ კრემი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 3-4 დღე მაცივარში შეინახეთ.
გასუფთავებულ სახის და ყელის კანზე მიღებული კრემი დილა–საღამოს წაისვით. კანს გამოკვებავთ და წვრილ ნაოჭებს გაასწორებთ. სახის კანი უფრო ნაზი და ხავერდოვანი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური პროდუქტის გამოყენებამდე მგრძნობელობაზე ტესტი უნდა ჩაიტაროთ.