
ყოველთვის, როცა ვაშლის ძმარი მახსენდება, ვფიქრობ, რომ ეს უიაფესი მეთოდია პრობლემების მოსაგვარებლად. Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მუშაობს ვაშლის ძმარი. მისაღებად უბრალოდ წყალს დაუმატეთ ან სალათებს მოასხით. 1 დიდ ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი ძმარი საკმარისია. ვაშლის ძმრის გარდა სხვა ორგანული ვარიანტებიც გამოგადგებათ.
თითქმის უფასო პროდუქტის ბონუსები და უნარები:
1. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითი გავლენა
- თითქმის ყველა ტრადიციულ სამზარეულოში დამწნილებული და ფერმენტირებული პროდუქტები ტყუილად არ გვხვდება. მათგან ყველაზე რაციონალურ და ჯანმრთელ სამზარეულოში მომჟავო პროდუქტებს ხორცის და ბოსტნეულის კერძებთან ერთად იყენებენ. ლიმონის წვენიც კი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
- თუ სიტყვა „მჟავა“ გესმით, გახსოვდეთ, რომ ეს ყოველთვის ძლიერი დამხმარე საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცილებში ერკვევა.
- ვაშლის ძმარი საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და ამავდროულად პოზიტიურ თანამგზავრებს (სასარგებლო მიკროფლორა) კვებავს.
- რატომ? იმიტომ, რომ ეს უმოკლესი ჯაჭვის მქონე ცხიმოვანი მჟავაა. როგორც ცნობილია, სასარგებლო ბაქტერიები ნედლეულს აქტიურად შთანთქავენ, რომ მსგავსი ცხიმოვანი მჟავები შექმნან – მათი საყვარელი საკვები და კეთილდღეობის გასაღები.
- როგორც წესი, ამ მიზნით უჯრედისს და გამძლე სახამებელს იყენებენ (კარტოფილის და ბანანის). აქ, კი ვაშლის ძმრის სახით არა ნედლეულს, არამედ გამზადებულ მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავას იღებენ.
2. შესანიშნავი განწყობა
- ეს ვაშლის ძმარზე ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევის მონაწილეებმა დაადასტურეს. ადამიანებს დანაყრების გრძნობის დიდხანს შენარჩუნებაში ეხმარებოდა, მცირე საკვებით დანაყრების საშუალებას აძლევდა და არ ამძიმებდათ.
- აქედან მოდის შესანიშნავი განწყობა: ის ყოველთვის ნაწლავებში იწყება. აქ არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თავს ბედნიერად ან დათრგუნულად გრძნობთ.
3. ანტიმიკრობული მოქმედება
- ძმარი ჩვენს მეგობრებს კარგად ექცევა და მტრებს მთლიანად ანადგურებს. სწორედ ამიტომ, ძმარზე დაფუძნებული სოუსი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ: ეს ხომ ერთგვარი კონსერვანტია.
- ამასთან ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა სახლის გასაწმენდად: პათოგენების მიმართ დაუნდობელი და ადამიანების მიმართ ტოლერანტული.
- მისი დახმარებით შეგიძლიათ თეთრეული გარეცხოთ და სანტექნიკა დაამუშავოთ ან იატაკი გაწმინდოთ.
4. შაქარი და ინსულინი
- და ბოლოს, ყველაზე დამაინტრიგებელი რამ. ვაშლის ძმარი დიაბეტიკებსა და ჯანმრთელ ადამიანებზე დატესტეს: კერძებთან ერთად ვაშლის ძმარსაც აძლევდნენ. ჭამის შემდეგ შაქარი უფრო ნაკლებად იწევდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში და სწრაფად ნორმას უბრუნდებოდა. შესაბამისად, ნაკლები ინსულინი გამოიყოფობოდა. ხალხი მადის დაქვეითებას, ნაწლავებში კომფორტს და სწრაფად დანაყრებას აღნიშნავდნენ. ეს უბრალოდ მშვენიერია.
- ზოგიერთ კვლევებში, ძმარმა შაქარზე გავლენა საერთოდ არ მოახდინა, მაგრამ ეს საშინელი ტესტები იყო: უბედური დიაბეტიკები აიღეთ და მათ თითქმის 75 მლ სუფთა გლუკოზა (იგივ გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი) მისცეს. რაღაც საწყალი 25 მლ ძმარი დაუმატეს და სასიხარულო დასკვნა გააკეთეს, რომ არ გაამართლა. ბუნებრივია, არ იმუშავა! ასეთ ტესტი ჯანმრთელ ადამიანს რომ გაევლო, მისი მოსულიერება მოგიწევდათ. წარმოიდგინეთ, რამდენად მტკივნეული იყო საწყალი დიაბეტიკებისთვის.
ვის არ უხდება ძმარი?
- კუჭ–ნაწლავის სისტემის ნებისმიერი პრობლემების დროს ექსპერიმენტებზე უარი თქვით. ძმარი ალერგიულ ადამიანებსაც არ უხდებათ.
- ყოველთვის ვაშლის ძმარს ვახსენებ, მაგრამ უნდა სცადოთ სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც უფრო მოგწონთ. თუ ცხიმიან სოუსებში, მაგალითად, შინაურულ მაიონეზებში გამოიყენებთ, ძალიან მაგარი გამოვა.
- შეგიძლიათ წყალში გააზავოთ ან საწრუპით დალიოთ. ემალზე კარგ გავლენას არ ახდენს.
- მასზე დაფუძნებული „ლიმონათები“ ძალიან მიყვარს. დილით 1 დიდ ჭიქა წყალს ვიღებ და 1 ჩაის კოვზ ძმარს ვუმატებ. ძალიან მამხნევებს. ასე შეგიძლიათ დღის განმავლობაში გააკეთოთ.
- რაც შეეხება პირად შეგრძნებებს, სადეთ. ძმარი შაქრის გაკონტროლებასა და საჭმლის უკეთ ათვისებაში დაგეხმარებათ.
გახსოვდეთ, სანამ კვების რაციონს და ცხოვრების წესს შეცვლით, საკვები დანამატების და პრეპარატების მიღებას დაიწყებთ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით ანალიზები ჩააბარეთ.