თხევადი ოქრო: აბუსალათინის ზეთის ღირებულებების შესახებ

0
778

ბევრი მას ეჭვის თვალით უყურებს, არადა აბუსალათინის ზეთი თეთრები ღირს, მრავალფუნქციური და ძალიან ეფექტური ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა. Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რისგან იღებენ აბუსალათინის ზეთს, რა თვისებებს ფლობს და რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ქალს სახლში.

აბუსალათინის ზეთი: მიღების მეთოდები

მას აბუსალათინის თესლიდან იღებენ – გატოტებული კულტურა რძიანასებრთა ოჯახიდან. ზეთს ცივი დაწურვით იღებენ, მიღებულ სითხეს რიცინისგან, ამ მცენარისთვის დამახასიათებელი შხამისგან, წმენდენ.

შედეგად წებოვან, ჩალისფერ სითხეს იღებენ. სწორედ ესაა აბუსალათინის ზეთი – ერთ–ერთი ყველაზე დაუფასებელი სილამაზის პროდუქტი.

თვისებები და შემადგენლობა

80%–ზე მეტი რიცინოლის მჟავის ტრიგლიცერიდებისგან შედგება. დანარჩენი ნაწილი ოლეინის, ლინოლეურის, პალმიტინის და სხვა ცხიმმჟავებზე მოდის. ცილები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც აბუსალათინს ახასიათებს, ზეთში არ გადადის.

როგორც ჩანს, აბუსალათინის ზეთის შემადგენლობა მარტივი, თითქმის პრიმიტიულია. რატომ თვლიან კოსმეტოლოგები ამ ზეთს ხელმისაწვდომ თავის მოვლის საშუალებებს შორის საუკეთესოდ და უნივერსალურად?

საქმე იმაშია, რომ უჯრედებში ტენის შეკავება და დამცავი ბარიერის შექმნა არა მხოლოდ ჰიალურონის მჟავას შეუძლია. ამას ტრიგლიცერიდებიც აკეთებენ. მათ ეპიდერმისზე ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, მასტიმულირებელი, აღმდგენი მოქმედება აქვთ.

აბუსალათინის ზეთის გამოყენების მეთოდები

აბუსალათინის ზეთი მშრალი, აქერცლილი, დაბერებული, ელასტიურობა დაკარგული კანისთვის ნამდვილი მხსნელია. მართალია, გაფართოებული ფორების და ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიური მუშაობისას ეს ზეთი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, რადგან აკნეს გამოწვევა შეუძლია.მოკლედ, აბუსალათინის ზეთს ხშირად თმის, წარბების და წამწამების მოსავლელად იყენებენ. ეს პროდუქტი თმის ფოლიკულების ბუნებრივი აქტივატორია. ტრიგლიცერიდები უზარმაზარ ენერგეტიკულ პოტენციალს ფლობენ, რაც მიძინებულ ბოლქვებს გაღვიძებას აიძულებს.აბუსალათინი ქერტლსაც ებრძვის და დაზიანებული თმის სტრუქტურას აღადგენს, მას ლამინირებას უკეთებს, ბოლოებს „ბეჭდავს“. წარბებს და წამწამებს უფრო ამუქებს და მეტყველს ხდის.

როგორ სჯობს აბუსალათინის ზეთის გამოყენება

  • სუფთა სახეზე მასაჟის დროს გამოიყენეთ.
  • თმის მკვებავ ნიღბებს დაუმატეთ.
  • წამწამებზე წაისვით და ნახევარი საათით გააჩერეთ.
  • აბუსალათინში დასველებული ჯაგრისით წარბები დაივარცხნეთ.

თმიდან აბუსალათინის ზეთი სჯობს შამპუნით ჩამოიბანოთ. სახის კანიდან და წარბებიდან – თბილი წყლით. წამწამებიდან აბუსალათინის ზეთი მშრალი ბამბის დისკით მოიშორეთ.