
თუ ბალიშზე, დავარცხნის ან შხაპის მიღების შემდეგ აბაზანაში სულ უფრო მეტ თმას ხედავთ, გამოდის, რაღაცას არასწორად აკეთებთ. მაგალითად, თმას რეზინით იკრავთ ან არასწორად იბანთ. რა გავაკეთოთ, რომ დიდებული თმა შევინარჩუნოთ და მეტი ჯანსაღი ბზინვარება შევმატოთ. ამისთვის სწორად უნდა იკვებოთ. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა ჭამოთ, რომ თმის ცვენა შეამციროთ.
ბიოტინი
ბიოტინი B ჯგუფის ვიტამინია. თავის მოვლის პროდუქტებში, რომლებიც თმის ზრდას ხელს უწყობენ, ხშირად იყენებენ. ბიოტინის გარდა შეგიძლიათ B ჯგუფის სხვა ვიტამინი მიიღოთ, რადგან ისინი ხელს უწყობენ სისხლის წითელი სხეულების შექმნას, რომელთაც ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები თავის კანსა და თმის ფოლიკულებში გადააქვთ.
რომელ პროდუქტებში გვხვდება: ხორცი, ზღვის პროდუქტები და თევზი.

რკინა
როგორც B ვიტამინი, რკინა სისხლის წითელი სხეულების წარმოქმნას ხელს უწყობენ, რომლებიც შეიცავენ ჰემოგლობინს და ჟანგბადის გადატანაზე პასუხისმგებელ ცილებს. თავის მხრივ, ისინი უჯრედების ზრდის განახლებას ხელს უწყობენ. რკინის დეფიციტის დროს სხეული საკმარის ჰემოგლობინს ვერ აწარმოებს. გამოდის, თმის ფოლიკულების აღდგენა და რეგენერაცია ნელდება.
რომელ პროდუქტებში გვხვდება: მთელი მარცვლეულის პროდუქტები, პარკოსნები, ოსპი, კარტოფილი და მუქი მწვანე ბოსტნეულის ფურცლები.

D ვიტამინი
D ვიტამინის დაბალი დონე პირდაპირ ჭარბ თმის ცვენას უკავშირდება. საუკეთესო მეთოდი ამ ვიტამინის მისაღებად – დილის მზე 10-15 წუთით. ან ქვემოთ მოცემული პროდუქტებით საუზმე მოიმზადეთ.
რომელ პროდუქტებში გვხვდება: ორაგული, სარდინი და სხვა ცხიმიანი თევზი, კვერცხის გული, სოკო, ძროხის რძე.

კოლაგენი
კოლაგენი შეიცავს სპეციალურ ამინომჟავებს, რომლებიც სხეულს კერატინის წარმოებაში ეხმარებიან. კერატინი თქვენი თმის და ფრჩხილების საშენი მასალაა. მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც თმის ფოლიკულების დამაზიანებელ თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.
რომელ პროდუქტებში გვხვდება: კვერცხი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ციტრუსი.

მათი ყოველდღიური დოზის მიღების თმის ცვენის შემცირებას შეძლებთ და თმას ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებთ.