
სახის კანს ბევრი რამის თქმა შეუძლია. ყველა ქალს სურს, ახალგაზრდობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. ამ მხრივ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება წარმატებით გვეხმარება. Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო და ეფექტურ სახის ნიღბებს ხელმისაწვდომი პროდუქტებით.
3 ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტი
სახის ნიღბები ჯანსაღი იერის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ნაოჭებს ასწორებს, კანს კვებავს და ატენიანებს. კანის გასაახალგაზრდავებლად სჯობს გამოიყენოთ 3 სასარგებლო და ხელმისაწვდომი პროდუქტი:
- სტაფილო – სახის ფერს აუმჯობესებს, ეპიდერმისს ვიტამინებით კვებავს.
- კიტრი – დამატენიანებელ ეფექტს ფლობს, კანს აჯანსაღებს და კვებავს.
- საფუარი – ტონუსს ზრდის, ფორებს ავიწროებს, სიწითლეს და ანთებას აქრობს.
ინგრედიენტები შეგიძლიათ ერთმანეთს შეუთავსოთ ან სხვადასხვა ვარიანტები მოამზადოთ. ამ პროდუქტებს თითქმის ყველა სახლში იპოვით.
აღსანიშნავია, რომ ნიღბის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ, ხოლო გამოყენების ეფექტი დაგროვებითია. სასურველ შედეგს მხოლოდ რეგულარული გამოყენებით მიიღებთ.
ნიღბების სახეობები და როგორ გამოვიყენოთ
შინაურული მოვლის საშუალებები ბევრ პრობლემას უმკლავდებიან. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად დაიცავით გამოყენების წესები:
- ნიღბის წასმამდე სახიდან მაკიაჟის ნარჩენები მოიშორეთ. სახის კანის ღრმად გასაწმენდად სკრაბი გამოიყენეთ.
- სუფთა კანზე ნიღაბი თანაბრად წაისვით, მაგრამ არა სქელ ფენად.
- 15-20 წუთით გაიჩერეთ. უფრო დიდხანს გაჩერება რეკომენდებული არაა.
- დროის გასვლის შემდეგ საშუალება სველი სალფეთქით მოიშორეთ ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თხელ კანზე(ტუჩები და თვალების ირგვლივ) კოსმეტიკური საშუალების წასმა არ ღირს. პროცედურის დასრულების შემდეგ სახეზე ბალახების ნახარში ან გრილი წყალი გადაივლეთ. და ბოლოს, დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ყურადღება! შინაურული მოვლის საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები გამოიყენეთ. თუ ნიღაბს პირველად იყენებთ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ.
დამატენიანებელი კიტრის ნიღაბი
კიტრი გახეხეთ და მიღებულ მასას შვრიის ღერღილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ანტიასაკობრივი სტაფილოს ნიღაბი
მოხარშული და გასუფთავებული ბოსტნეული დააბლენდერეთ. 1 ჩ/კ თაფლი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. მიღებული მასა კანზე 15 წუთით წაისვით. სველი სალფეთქით მოიშორეთ ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ ჩვეული კანის მოვლის საშუალება წაისვით.
სასარგებლო საფუარის ნიღაბი შვრიის ფქვილით და არაჟნით
ინგრედიენტები თანაბარი პროპორციებით აიღეთ. არაჟანი ოდნავ შეათბეთ, საფუარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, 15 წუთით გააჩერეთ. მიღებულ მასას შვრიის ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. სუფთა კანზე თანაბარ ფენად წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. თბილი, გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ და რბილი პირსახოცით გაიმშრალეთ.
კანის გასაახალგაზრდავებლად ნიღბები კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენეთ. თუ შემადგენლობას პერიოდულად შეცვლით, შეგიძლიათ ნიღბები ყოველ მეორე დღეს გაიკეთოთ. სასურველია, პროდუქტები მათი შემადგენლობების მიხედვით ერთმანეთს შეუთავსოთ. მაცივარში 2 საათზე მეტხანს არ გააჩეროთ, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე – მაქსიმუმ 1 საათი.