ლალის წამალი: რატომ არის სასარგებლო კარკადის ჩაი

0
1204

ის ეგზოტიკას აღარ წარმოადგენს და ყველგან იყიდება. თუმცა ბევრმა არ იცის, რომელი მცენარიდან იღებენ „კარკადს“. გაიცანით, ეს სუდანის ვარდია, იგივე როზელა, და „ჰიბისკუსი“.

მისი ფურცლების ნაყენს ბევრი სახელი აქვს: ბუზო, ბამი, ვარდი შარონი, ჰამაიკა. ჩვენთან კარკადს უწოდებენ, რადგან სწორედ ასე ჰქვია ეგვიპტეში , სადაც „ფარაონების სასმელად“ და ეროვნულ საგანძურად ითვლება. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო კარკადის ჩაი და როგორ გამოვიყენოთ კოსმეტიკური მიზნით. ასევე სტატიის ბოლოს გთავაზობთ ეფექტურ სახის ნიღაბს, რომელსაც მსუბუქი პილინგის ეფექტი აქვს.

ყვავილების შიგნით

როზელას დიდი ლალისფერი ყვავილები აქვს. მასში კონცენტრირებულია:

  • პექტინები, რომლებიც ნარჩენებს და მძიმე მეტალებს შთანთქავენ;
  • ამინომჟავები, მათ შორის 6 უცვლელი ამინომჟავა;
  • B, A, P, C ვიტამინები;
  • რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი;
  • ფლავონოიდები და ანტოციანები – ძლიერი ანტიოქსიდანტური ნივთიერებები;

ფურცლებისგან დამზადებული ცხელი ნაყენი წყურვილს შესანიშნავად კლავს, გრილი კი გვამხნევებს და გვაფხიზლებს. ორივე შემთხვევაში გვაჯანსაღებს.

დღეგრძელობის ჩაი

ჰიბისკუსის სამკურნალო თვისებები ძველ ინდოეთში, სპარსეთსა და მესოპოტამიაში საიდუმლოს არ წარმოადგენდა.

ირანდში ლალის სასმელით წნევას „ამცირებენ“, ნიგერიასა და განაში სიცხეს იკლებენ, იავას კუნძულზე კუჭის აშლილობის დროს სვამენ. რას ამბობს მეცნიერება?

მცენარის შესწავლით მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კარკადე ნამდვილად კურნავს:

  • ჰიპერტენზიას
  • სტენოკარდიას
  • ბაქტერიულ ინფექციებს
  • დიარეას და ყაბზობას
  • ნევროზს
  • ქოლეცისტიტს

უფრო მეტიც, მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ კარკადე სიმსივნის ზრდას თრგუნავს. ასეთ სუპერძალას ანტოციანინები ანიჭებენ: როზელას თითოეულ ყვავილში თითქმის 250 მგ შედის.

ამ ორგანულმა ნაერთმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა ფილტვების, მკერდის, ნაწლავების, ღვიძლის და კანის მკურნალობის დროს. ისინი ჯანმრთელ უჯრედებს ქიმიური და სხივური თერაპიებისგან იცავენ.

გახსოვდეთ! ეს ინფორმაცია რეკომენდაციას არ წარმოადგენს. გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. კარკადეს უკუჩვენებები აქვს, მაგალითად, კუჭის გაზრდილი მჟავიანობა.

სილამაზის ელექსირი

ხილის და ასკორბინის მჟავები, პოლიფენოლები და ვიტამინები საოცარ კოსმეტოლოგიურ თვისებებს ანიჭებენ. სუდანის ვარდის ნაყენი:

  • გამონაყარს და ანთებას აქრობს;
  • მკვდარ უჯრედებს ნაზად აშორებს;
  • ტექსტურას ათანაბრებს;
  • კანს ტენით და მიკროელემენტებით კვებავს;
  • კაპილარების კედლებს აძლიერებს და კუპეროზს თავიდან გაცილებთ;
  • დერმაში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ასტიმულირებს;

ძალიან ეფექტურია შემდეგი კომბინაცია:

  • დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები + კარკადის ნაყენი
  • თაფლი + კარკადის ნაყენი
  • ალოე ვერას გელი + კარკადის ნაყენი

კონცენტრირებული კარკადის ნაყენი ნიღბებს, თმის სავლებს და აბაზანას თამამად დაუმატეთ. როგორც ფაფას ვერ გააფუჭებთ ზეთით, ასე ვერც ერთ საშუალებას ვერ გააფუჭებთ ამ ფენომენალური პროდუქტით.

შესანიშნავი ნიღბის რეცეპტი კარკადის ნაყენით

საკმარისია კარკადის რამდენიმე ფურცელი აიღოთ, ხელებით დასრისოთ, მდუღარე წყალი დაასხათ და 30 წუთით გააჩეროთ. ასე გაჯერებულ წითელ ხსნარს მიიღებთ. სასარგებლო თვისებების მისაღებად და კანის დასატენიანებლად შეგიძლიათ გლიცერინი დაუმატოთ. 1 ჩ/კ გლიცერინი საკმარისია. ასეთი ნიღაბი გამოიყენეთ ტონიკად ან ლოსიონად, ან კოსმეტიკური ყინული გააკეთეთ.

სურვილის შემთხვევაში, ნიღაბი გააკეთეთ. მაგალითად, ნაჭრის ქსოვილის აბი აიღეთ ან თავად გამოჭერით. აბი ნაყენში ჩადეთ, როგორც კი, ქსოვილი სითხით გაიჟღინთება, გაშალეთ და სახეზე 20-30 წუთით გაიჩერეთ. კანი ოდნავ გაწითლდება, მაგრამ არ შეგეშინდეთ. უბრალოდ ჰიდროლატით ან უსპირტო ტონიკით გაიწმინდეთ.

ნიღაბს შეგიძლიათ დაუმატოთ სახამებელი, ბრინჯის ან შვრიის ფქვილი, სანამ არაჟნის მსგავს კონსისტენციას არ მიიღებთ. მიღებული ნარევი კანზე 20-30 წუთით წაისვით. ნიღაბი კურსებად გამოიყენეთ.

„სამეფო სასმელის“ ნიღაბს მსუბუქი პილინგის ეფექტი აქვს, სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, კანის ელასტიურობას ზრდის, სიბერეს ანელებს, აკნეს და პიგმენტაციას ებრძვის.