აირჩიეთ სიმბოლო და მიიღეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება

0
1128

მაგიური სიმბოლოები, თილისმები და ამულეტები ადამიანს უძველესი დროიდან იცავდა და ეხმარებოდა. მაგალითად, გარე ნეგატივისგან, ავი თვალისა და ჯადოსგან იცავდა, ხოლო ბედნიერების, სიყვარულის, იღბლის და შემოსავლის პოვნაში ეხმარებოდა.

თითოეულ სიმბოლოს უზარმაზარი ენერგეტიკული ძალა აქვს, რომელიც მფლობელს ეხმარება, თუ მათი ენერგეტიკული ტალღები ერთმანეთს დაემთხვევა.

Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს სიმბოლოებით. უბრალოდ სურათზე მოცემული ერთ–ერთი სიმბოლო აირჩიეთ და წაიკითხეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება.

სიმბოლო 1

ფრთხილად იყავით. მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს გარშემოა – იმ ადამიანებში, რომლებიც გარს გახვევიათ, გარემოებებში, რომლებშიც იმყოფებით, სიმბოლოებსა და ნიშნებში, რომლებიც გზაზე გხვდებათ.

ყურადღება გამოიჩინეთ ყველაფრის მიმართ, რაც თქვენს ირგვლივ ხდება და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაციას იპოვით.

სიმბოლო 2

საკუთარ გრძნობებს და ინტუიციას ენდეთ. ბედს მიენდეთ – მას თქვენთვის ხელი ძლიერ აქვს ჩაჭედილი და სწორი მიმართულებით მიყავხართ. ასტროლოგების რეკომენდაციებს და ჰოროსკოპებს ყურადღება მიაქციეთ – მათში სწორი და ამ დროისთვის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად ბევრ ინფორმაციას იპოვით.

სიმბოლო 3

თქვენი ერთგული დამხმარეები: ლოგიკა, აზროვნება, სიტუაციის ანალიზის უნარი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ეცადეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გარე გავლენას თავი აარიდოთ, შემთხვევითი ადამიანების რჩევებს არ მოუსმინოთ, მცირე პრობლემების არ შეგეშინდეთ. წინ თამამად იარეთ და ყველაფერი გამოგივათ.