
ალბათ, არც კი დაფიქრებულხართ, მაგრამ როზმარინის მჟავა, რომელსაც Yon-ka Paris–ის რიგი პროდუქტები შეიცავს, თქვენს კანს სრულად გარდაქმნის. Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, ერთად გავარკვიოთ, თუ რა უპირატესობა აქვს როზმარინის მჟავას და რომელ კოსმეტიკურ საშუალებებში გვხვდება.
რა არის მისი მთავარი უპირატესობა?
როზმარინის მჟავას რიგი მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური თვისებები გააჩნია, მათ შორისაა ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და ანტიკანცეროგენული თვისებები. ის ორგანიზმში ასაკობრივ ცვლილებებს აქტიურად ებრძვის.
რა არის როზმარინის მჟავა?
როზმარინის მჟავა პოლიფენოლებს მიეკუთვნება. პირველად 1958 წელს იტალიელმა მეცნიერებმა მ. ლ. სკარპატიმ და გ. ორიენტემ აღმოაჩინეს. პოლიფენოლები – ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ქიმიური ნივთიერებების საერთო ჯგუფი.
როზმარინის მჟავა – ბუნებრივი მოლეკულა, ყველაზე ცნობილ, მათ შორის სინთეზირებულ, მოლეკულებს შორის გლიკაციის პროცესის ყველაზე ძლიერი ინჰიბიტორი. ახლა გლიკაციის პროცესს მეცნიერები აქტიურად სწავლობენ და მას ორგანიზმის დაბერების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. ცილების გლიკაციის პროცესის შედეგად წარმოიქმნება საბოლოო პროდუქტები Advanced Glycation Endproducts. ეს ადამიანის ორგანიზმში ცილოვანი ბოჭკოებია, რომლებიც თავისუფალი შაქრებით, მათ შორის კოლაგენით და ელასტინით მჭიდროდ შეკრულია. ამ პროდუქტების დაგროვება მუდმივად ხდება, რაც დაბერებას და მრავალი პათოლოგიის გაჩენას იწვევს.
2015 წელს გლიკაციის პროცესის დამთრგუნავი მცენარე–ინგრედიენტების ძიების შედეგად აღმოაჩინეს როზმარინის მჟავა, რომელსაც გლიცირებული ცილების კვანძების დაშლა შეუძლია. გარდა ამისა, როზმარინიდან კიდევ ერთი ნივთიერების, კარნოზინის მჟავა მოიპოვეს, რომელიც ასევე მოქმედებს გლიკაციის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნაზე.
ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ხშირად ნაპოვნი გლიკაციის პროცესის საბოლოო პროდუქტია გლუკოზაპანი, რომელიც მიიღება ლიზინის ამინომჟავების და არგინინის შეკავშირებით D–გლუკოზის მოლეკულების ზემოქმედებით. სწორედ ეს მოლეკულა უამრავი კვლევის ობიექტი გახდა. რიგ ექსპერიმენტებში აღმოაჩინეს, რომ როზმარინის მჟავა გლიკაციის პროცესს 400 მკგ/მლ კონცენტრაციით პრაქტიკულად მთლიანად თრგუნავს, ხოლო კარნოზინის მჟავა უფრო დაბალი კონცენტრაციისა (100 მკგ/მლ–მდე) მეტად აქტიურია.
როზმარინის მჟავა Yon-ka Paris კოსმეტიკურ საშუალებებში
როზმარინის მჟავა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი, თანამედროვე კოსმეტოლოგიაში გამოიყენება. ხშირად გვხდება E ვიტამინის დეფიციტის დროს რიგ კოსმეტიკურ პრეპარატებში და როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. როზმარინის და კარნოზინის მჟავების შემცველი როზმარინის ექსტრაქტის კვლევა დღემდე მიმდინარეობს, რათა ცილის გლიკაციის პროცესსზე მისი გავლენა დაადგინონ.
კრემი Phyto 152
გამამკვრივებელი კრემი როზმარინის ექსტრაქტით, რომელიც კანის ტონუსის ზრდას, მკერდის და სხეულის ფორმების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ფიტოარომატული თვისებების წყალობით მთელ სხეულში სიმსუბუქეს და სიჯანსაღეს იგრძნობთ.
კრემი Phyto 58 PS
აღმდგენი და გამაცოცხლებელი კრემი ნორმალური და მშრალი კანისთვის როზმარინის ექსტრაქტით, რომელიც დაღლილობის ნიშნებს აქრობს, კანს აახლებს, მის ტონს ათანაბრებს და უფრო ანათებს.
კრემი Phyto-Contour
თვალის კონტურის გამამკვრივებელი კრემი როზმარინის ექსტრაქტით თვალების ქვეშ შეშუპებას და მუქ წრეებს მნიშვნელოვნად ამცირებს. კრემი თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს აძლიერებს, დაღლილ ქუთუთოებს მყისიერად ენერგიას მატებს და ამშვიდებს.