
Gir.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნაკლებად პოპულარულ კოსმეტიკურ ინგრედიენტებს, რომლებიც ისეთივე ეფექტურია, როგორც ყველასთვის ცნობილი მწვანე ჩაი და ჩაის ხის ზეთი.

ჰემამელისი
ჰემამელისი – ბუჩქი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდება. ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით აკნეს შესანიშნავად ებრძვის. ასევე კანის ჭარბი ცხიმის წარმოებას აკონტროლებს.
პროპოლისი
ფუტკრები პროპოლისს სკაში ნაპრალების ამოსავსებად იყენებენ, მაგრამ ადამიანებისთვისაც სასარგებლოა. პროპოლისი აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს კლავენ და შეხორცების პროცესს აჩქარებენ. ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს კარგად ატენიანებენ და ჭარბ კანის ცხიმს ებრძვიან.

ლოკოკინის მუცინი
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ლოკოკინის ლორწოა. მისი სასარგებლო თვისებები ჩილელებმა შეამჩნიეს. ადგილობრივ ლოკოკინას სელექციონერებს წარმოუდგენლად რბილი ხელები ჰქონდათ. მალე ეს კომპონენტი ღირსეულად დააფასეს და კრემების და შრატების შემადგენლობაში აქტიურად გამოყენება დაიწყეს. ის კარგად ატენიანებს და შეხორცების პროცესს აჩქარებს, ასე რომ აკნეს შემდეგ კანს სწრაფად აღადგენს.
კურკუმა
ინდოეთსა და ტაილანდში პოპულარული სანელებელია კერძებს არა მხოლოდ ცხარე გემოს და არომატს ანიჭებს, არამედ აკნესკენ მიდრეკილ კანსაც ეხმარება. კურკუმა კანის ფერს ათანაბრებს და გამონაყარს ამშვიდებს.

ასკილი
ასკილის ზეთი გამონაყარის მოშუშებასა და პოსტაკნე ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. თუ პრობლემური კანი გაქვთ, ამ ზეთის გამოყენების არ შეგეშინდეთ. ასკილის ზეთი კანს ატენიანებს და კანის ბარიერს იცავს, ფორებს არ ჭედავს.