
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ჯადოსნურ საშუალებას ყელისთვის, რომელიც ნაკეცებს, ჩამოწელილ კანს და პიგმენტურ ლაქებს მოგაშორებთ.
ყელის და დეკოლტეს ზონისთვის ეს ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი
- 1/3 ჩ/კ კურკუმას ფხვნილი
- 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
ელექსირის მომზადება:
მინის ჭურჭელში აბუსალათინის ზეთი ჩაასხით, კურკუმა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. როზმარინის და ჩაის ხის ზეთები დაუმატეთ, კიდევ ერთხელ აურიეთ. გამოყენების წინ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ. ამისთვის მაჯაზე ან იდაყვის შიდა ნაკეცზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. თუ ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, წვა ან სხვა უსიამოვნება) არ გამოვლინდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ.
წინასწარ გასუფთავებულ ყელისა და დეკოლტეს ზონაზე ელექსირი წაისვით და ნახევარი საათით გაიჩერეთ. ნიღაბი მაკიაჟის მოსაშორებელი რძით მოიშორეთ – ის კურკუმას და ზეთს კარგად შლის და კანს სიყვითლეს და წებოვნებას არ ტოვებს.
მიღებული ნარევი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. 30 დღის განმავლობაში ყოველდღე გამოიყენეთ. წელიწადში 2–ჯერ გაიმეორეთ.