რატომ არის მოდური ჩაის ხის ზეთის გამოყენება: იდეალური პროდუქტი თმის მოსავლელად

0
855

ბევრი ქალი თმის მოსავლელად ჩაის ხეს აქტიურად იყენებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ზეთი, რომელიც რეგულარული გამოყენების შემთხვევაში საოცარ შედეგს იძლევა. ნატურალური პროდუქტი ბევრ გავრცელებულ პრობლემასთან საბრძოლველად ეფექტურია. მათ მიეკუთვნება თმის ნელი ზრდა, თმის ცვენა, ასევე თავის კანზე ქერტლი. ჩაის ხის ზეთი ამ უსიამოვნებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თმას სილამაზეს და სიჯანსაღეს მიანიჭებს. Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო ჩაის ხის ზეთი თმისთვის და როგორ გამოიყენოთ სწორად.

ჩაის ხის ზეთის სარგებელი თმისთვის

მეცნიერები ჩაის ხის ფოთლებზე ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ზეთი ადამიანის ორგანიზმზე სასარგებლოდ მოქმედებს. ამ ნედლეულის მთავარი ექსპორტიორი ავსტრალიაა.

საინტერესოა იცოდეთ! ჩაის ხე ძლიერი ნატურალური ანტისეპტიკური საშუალებაა.

თმაზე ჩაის ხის ზეთის სარგებელი აიხსნება მისი შედეგებით:

  • ქერტლს აქრობს და მის ძირეულ მიზეზს ებრძვის;
  • ტილებს ებრძვის;
  • თავის ცხიმიან სკალპს აჯანსაღებს;
  • თმის სიმშრალეს და მტვრევადობას ამცირებს;
  • ახალი თმის ზრდას სტიმულირებს;
  • თმას ბუნებრივ ბზინვარებას და მოცულობას უბრუნებს;

აღსანიშნავია, რომ ჩაის ხის რეგულარული გამოყენება საერთო განწყობაზეც დადებითად აისახება. ზეთი ემოციურ ფონს არეგულირებს და ძილს აუმჯობესებს.

როგორ გამოვიყენოთ ჩაის ხის ზეთი თმაზე

ღიად რჩება საკითხი, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩაის ხის ზეთი თმაზე. ამაზე ღირსეული და ამომწურავი პასუხი არსებობს.

მნიშვნელოვანია! თუ ჩაის ხის ზეთს სხვა თავის მოვლის საშუალებებთან ერთად გამოიყენებთ, უფრო სწრაფ და გრძელვადიან შედეგს მიიღებთ.

ჩაის ხის ზეთის გამოყენება თმის მოსავლელად:

  • თავის დასაბან და თმის მოვლის პროდუქტების შემადგენლობაში;
  • სხვა ზეთებთან კომბინაციაში;
  • დავარცხნის წინ ხის სავარცხელზე წასმით;
  • თმაზე გადასავლებელ თბილ ნახარშთან კომბინაციაში. მისი მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილას ყვავილები, ჭინჭრის ფოთლები და ოროვანდის ფესვები.

ჩაის ხის ზეთის სრული პოტენციალი რომ გამოიყენოთ, საკმარისია შინაურულ ან ნაყიდ ნიღაბს დაუმატოთ.

თმის ნიღაბი ჩაის ხის ზეთით

ბევრ რეცეპტს იპოვით, თუ როგორ გამოიყენოთ თმის ნიღაბი ჩაის ხის ზეთით. დღეს ყველაზე პოპულარულ და დროში გამოცდილ თმის ნიღბებს გთავაზობთ.

ჩაის ხის ეთერზეთი თმის დასატენიანებლად

შინაურული ნიღბის მოსამზადებლად 1 კვერცხის გული, 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 1 ს/კ ბირკავას ზეთი დაგჭირდებათ. კომპონენტები აურიეთ და თავის კანსა და თმაზე წაისვით. 40 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა კვირაში 2–ჯერ, 1–2 თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.

ჩაის ხის ზეთი ცხიმიანი თმისთვის

ცხიმიანი სკალპის და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას მარტივი ნიღბით შეძლებთ. მის მოსამზადებლად 3 წვეთ მთავარ ზეთს 5 ს/კ ჩუმა მაწონი და ½ ჩ/კ მარილი დაუმატეთ. მზა ნარევი როგორც თმის ძირებში, ასევე მთელ სიგრძეზე წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 2–ჯერ გაიმეორეთ.

ჩაის ხის ზეთი თმის ზრდის დასაჩქარებლად

თმის ზრდის დასაჩქარებლად საკმარისია ჩაის ხის ზეთზე დაფუძნებული შემდეგი ნიღაბი გამოიყენოთ. შიის კარაქი, ბირკავას ზეთი, ზეითუნის ზეთი, ჩაის ხის ზეთი და ჟოჟობას ზეთი 3:2:3:1:1 პროპორციებით აურიეთ. მიღებული ნარევი თავის კანზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. თერაპია პირველი შედეგის მიღებამდე გაიმეორეთ.

მსგავსი პრინციპით მოქმედებს სხვა ნიღაბი ჩაის ხის ზეთით. ამ შემთხვევაში 5 წვეთ ჩაის ხის ზეთს 3 ს/კ ახალი კეფირი და 10 გრ ხმელი საფუარი დაუმატეთ.

ჩაის ხის ზეთი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

არანაკლებ ეფექტურია ჩაის ხის ზეთის ნიღაბი, რომელიც აქტიური ცვენის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამ შემთხვევაში 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი 5 წვეთი მთავარი ზეთი და 1 ს/კ თხელი თაფლი აურიეთ. ნარევი თმის ძირებში და მთელ სიგრძეზე წაისვით. პირსახოცით შეიფუთეთ და 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

რომელი ზეთების გამოყენება შეიძლება ბუნებრივ ანტისეპტიკთან ერთად

ჩაის ხის ზეთი სხვა ეთერზეთებთან კომბინაციაში კარგად მუშაობს. მას მიეკუთვნება სალბი, ევკალიპტი, მანდარინი, ლიმონი, ლავანდა, დარიჩინი, მიხაკი, ბერგამოტი, ფორთოხალი, კოჭა და ფიჭვი.

სანამ თმის მოვლის საშუალებებში ჩაის ხის ზეთს ჩართავთ, გირჩევთ სპეციალისტთან კონსულტანცია გაიაროთ, რომ უარყოფითი შედეგები თავიდან აიცილოთ.