
მუდმივი ტემპერატურული ცვლილებები, ცუდი ეკოლოგია, უწყვეტი დედლაინები სამსახურში და სახლის საქმეები, რომლებსაც ცხოვრების არაჯანსაღი სტილიც ახლავს თან, ნეგატიურად ისახება კანის მდგომარეობაზე. ყველას არ აქვს თავისუფალი დრო კოსმეტოლოგთან მისასვლელად, სიტუაციის გამოსწორების მიზნით. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლებიც ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ პროცედურებს – ღამის ნიღბები, რომლებიც მაშინ მოქმედებს, როცა თქვენ გძინავთ. Girl.ge-ის რედაქციამ აირჩია რამდენიმე რჩეული, რომლებსაც თამამად უნდა ანდოთ სახე.
1. Elemis
სახის სუპერგამაგრილებელი გელ-ნიღაბი Peptide4 Plumping Pillow Facial უბრალოდ აუცილებელია მათთვის, ვისაც, მიუხედავად კოსმეტოლოგთა გაფრთხილებისა და რეკომენდაციებისა, უყვარს გვერდზე ან მუცელზე წოლა. იგი შესანიშნავად უმკლავდება უსიამოვნო (და კანისთვის ნაკლებად სასარგებლო) ნაწოლებს, რომლებსაც სახეზე ყველაზე რბილი და უნაზესი პირებიც კი ტოვებს. გარდა ამისა, ნიღაბი შესანიშნავად ატენიანებს კანს, ათანაბრებს სახის ტონს და ანეიტრალებს დაღლილობისა და სტრესის კვალს – ეს ყველაფერი სპეციალურად Elemis-ისთვის გამოყვანილი ფერების, star arvensis-ისა და ილანგ-ილანგისა და ფორთოხლის ცედრის ეთერზეთის წყალობით ხდება. საშუალება ყოველდღე უნდა გამოიყენოთ.
2. Kiehl’s
კანს მაქსიმალურად ატენიანებს Ultra Facial Overnight Hydrating Masque სკვალენით, ანტარკტიცინითა და იაპონური ოფიოპოგონის ექსტრაქტით. იგი არამხოლოდ ინტენსიურად ებრძვის გაუწყლოებას, არამედ დიდხანსაც ინარჩუნებს უჯრედებში სითხეს, აძლიერებს შემდეგი დღის თავის მოვლის საშუალებების ეფექტს. დილით კანი გლუვი, მკვრივი და გაჯერებული იქნება – როგორც ყველას მოგვწონს. ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ უნდა წაისვათ.
3. Erborian
მკვებავი და კონცენტრირებული Yuza Vitamin-Mask-ი ნამდვილი ვიტამინური მუხტია დაღლილი, ელვარებადაკარგული კანისთვის. E ვიტამინი, შის კარაქი, ძირტკბილას ფესვის ნაადი, იუზუს ხილის ზეთი და ექსტრაქტი კვებავს და ატენიანებს კანს, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი, ათანაბრებს ფერსა და ტექსტურას. ამ ნიღბის გამოყენება შეიძლება ღამით, ან ათწუთიანი ექსპრეს-საშუალების სახით, თუ სწრაფი “გადატვირთვა” მნიშვნელოვან ღონისძიებამდე გჭირდებათ. გამოიყენეთ კვირაში ორჯერ.
4. Organic Kitchen
თუ კანის სირბილის, აბრეშუმისებრი ტექსტურისა და ელასტიურობის დაბრუნება გსურთ, ამასთან, გაღიზიანების მოხსნა და მიკროტრავმების შეხორცების პროცესის აჩქარების საჭიროებას ხედავთ, Angel’s Sleep შესანიშნავი ვარიანტია. მის შემადგენლობაში არსებული პოლისაქარიდები არეგულირებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს, ნიაცინამიდი აძლიერებს დამცავ ბარიერს, ადენოზინი კი ანელებს ნაადრევი დაბერების პროცესს. ახალი და დასვენებული იერი გარანტირებული გაქვთ. გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ.
5. Aveda
მკვებავი კრემოვანი ლიფტინგ-ნიღაბი Tulasara Firming Sleeping Masque 97%-ით ნატურალური კომპონენტებისგან შედგება, თუმცა, ზემგრძნობიარე და რეაქტიული კანის მფლობელებმა ბუნებრივი კომპონენტების მაღალ შემცველობაზე არ უნდა იდარდონ, რამდენადაც იგი ვეგანებსაც კი უხდებათ. ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს, აახლებს და არეგენერირებს, უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ამცირებს პიგმენტაციას. ყველა ამ სპეცეფექტს ბუნებრივი პეპტიდი, ჭენჭოს ექსტრაქტი, კუპუაკუს თესლის ზეთი, შისა და კურკუმას სერტიფიცირებული ორგანული კარაქები უზრუნველყოფს. წაისვით კვირაში ორჯერ.
6. dr. brandt
Probiotic Hydro Biotic Recovery Sleeping Mask-ის დევიზია “დაამშვიდე, დაატენიანე, გაათანაბრე.” იგი მართლაც ასრულებს პირობას და ამ ყველაფერს აკეთებს. ამაში მას ეხმარება თანმიმდევრულად მომუშავე გუნდი, რომელიც დამამშვიდებელი პეპტიდების, ცერამიდების, მაწვნის პრობიოტიკების, ლაქტობაქტერიების ფერმენტებისა და ცხიმოვანი მჟავებისგან შედგება. პირველივე გამოყენების შემდეგ, სიწითლე და გაღიზიანება ნაკლებად შესამჩნევი გახდება, მგრძნობელობა შემცირდება, დაჭიმულობისა და დისკომფორტის შეგრძნება კი უკვალოდ ქრება. გაითვალისწინეთ: მისი გამოყენება კარგია კუპეროზის, ჭარბი რეაქტიულობის დროს ან აქტიური კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ. გამოიყენეთ ყოველდღიურად.
7. Anne Semonin
ხავერდოვანი კრემოვანი ნიღაბი Nourishing Soothing Cream Mask გამდიდრებულია თეთრი თიხით, მიმოზას ცვლილითა და ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტით, იცავს კანს ყველაფრისგან, მხოლოდ ერთ ღამეში. ზოგადად, მას თავისი ეფექტის ჩვენება 15 წუთშიც შეუძლია, თუმცა, თუ მას მთელი ღამით გაიჩერებთ, თქვენს სილამაზესა და ახალგაზრდობას ნებისმიერი ჰოლივუდელი ცნობილი ადამიანი შეჰნატრებს. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.