
დღეს ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ ხრიკს, რომლებიც უნდა გამოიყენოთ, თუ თხელი თმა გაქვთ.
როგორ გავიშროთ თხელი თმა სწორად
თუ თმა დასველდა და ძველ გირლანდებს დაემსგავსა, ფენი თქვენი ხსნა იქნება. იცით, რატომ? დაბანის შემდეგ, წყლის წონის გამო, თმა მძიმდება, რის გამოც ძირებთან ახლოს მოცულობა მცირდება. თუმცა, არ დაგავიწყდეთ თერმოდაცვის გამოყენებაც, რათა დალალები დაიცვათ გადახურებისა და სიმშრალისგან. მიმართეთ ამ ხრიკებსაც:
- გაშრობამდე გირჩევთ სპეციალური სპრეისა და ლოსიონების გამოყენებას თმის მოცულობის გასაზრდელად და გასასქელებლად – ისინი ნამდვილად ეფექტური საშუალებებია. იპოვეთ შეფუთვებზე შემდეგი სიტყვები: texture, grit, hold, და thickness. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ თმაზე დიდი რაოდენობით კოსმეტიკური საშუალება ყოველთვის კარგი არაა, განსაკუთრებით, თუ მათ ძირებზე წაისვამთ. უმჯობესია, დაიწყოთ თმის ბოლოებით და თანდათან გადაინაცვლოთ ზემოთ. არ გამოიყენოთ ზედმეტი ლოსიონიც – აირჩიეთ მსუბუქი ტექსტურები.
- ფრთხილად ჩამოივარცხნეთ თმა შრობის დროს, რამდენადაც პროცესში, შესაძლოა, მას უსიცოცხლო იერი მიენიჭოს. უმჯობესია, ჯერ ფენით 80-90%-ით გაიშროთ თმა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ სავარცხელი. სხვათა შორის, მოერიდეთ ძირების ჩამოვარცხნას, მხოლოდ სიგრძე და ბოლოები – უმეტეს შემთხვევაში, ეს თმას დამატებით მოცულობას ანიჭებს.
- გაიშრეთ თმა ისე, რომ ფენი სავარცხლის ზემოდან იყოს და არა ქვემოდან – ეს დაგეხმარებათ თმის ძირების წამოწევაში. მეტი ეფექტისთვის, წამოწიეთ თმა თავიდან 45°-ით და გაიშრეთ ძირები ასე.
- სცადეთ თმის გაშრობა ფენის მაქსიმალური ტემპერატურითა და სასუალო სიმძლავრით, რათა თმა არ აიწეწოს და ზედმეტად არ დაივარცხნოთ.
- და, რაღა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ თავის დახრა თმის გაშრობის დროსაც – ამ მეთოდს ყველა იცნობს და იგი ძალიან კარგადაც მუშაობს.
ვარცხნილობები თხელი თმისთვის
ზემოთ ატანილი თმა
ყველა ქალი, ადრე თუ გვიან, დაიღლება გაშლილი თმით და უნდება თმის შეკვრა, თუნდაც ჩვეულებრივი კუდის ან “კალათის” გაკეთება, რათა დალალებმა ხელი არაფერში შეუშალოს. თუმცა, თხელი თმა საკმაოდ რთული შემთხვევაა, რამდენადაც იგი ცოტაა და ვარცხნილობა, ხშირად, არც ისე ლამაზად გამოიყურება, როგორც გვინდა ხოლმე. ოსტატები გვირჩევენ, რომ დავარცხნამდე, თმა დავიხვიოთ და ხელებით გავშალოთ, ტექსტურისა და მოცულობის მისანიჭებლად – ასე ისეთი შეგრძნება გაჩნდება, თითქოს თმა ბევრია.
არ გიყვართ ხვეულები? არავინ გიშლით თმის დასწორებას და ყურებთან უხილავი სამაგრების დამაგრებას, მოცულობითი “გვირგვინის” შექმნას თავზე. მთავარია, დაახუროთ გლუვი დალალები, რათა უხილავი მოცულობები დაფაროთ.
პლაჟის ხვეულები
პლაჟის ხვეულები, თითქოს ახლახან ამოხვედით ზღვიდან, იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც არ სურს თმის შრობაში დროის კარგვა და მოცულობის გასაზრდელი საშუალებების შეძენა. თქვენი მიზანია, ყველა ზედა და რამდენიმე ქვედა დალალი დაახვიოთ. სანამ უთოს აიღებდეთ, დარწმუნდით, რომ თმა ბოლომდე გაშრა – ასე მოცულობა უფრო დიდი იქნება. შემდეგ შეიშხეფეთ მთელ თავზე მარილის ან ტექსტურირებადი სპრეი ან გამოიყენეთ მშრალი შამპუნი. არ დაგავიწყდეთ დახვეული თმის დაფერთხვაც, რათა თმა დაიყოს და და ვარცხნილობა უფრო მოუქნელი გამოჩნდეს.