
თუ ფიქრობდით, რომ ლამაზი ვარცხნილობები მხოლოდ გრძელი თმის მფლობელებს შეეფერებათ, ცდებოდით! ნახეთ, რა მაგარ ვარცხნილობებს სთავაზობს Girl.ge-ის რედაქცია მოკლე და საშუალო სიგრძის თმებისთვის.
ვარცხნილობები მოკლე თმაზე
1. ბერძნული სტილი

ჩაიწანით საფეთქლის ზემოთ არსებული თმის ნაწილები წვრილ ნაწნავებად, გადაიტანეთ მეორე მხარეს და გააგრძელეთ დაწნა. დაიფიქსირეთ ნაწნავის ბოლო და გააკეთეთ იგივე მეორე მხარეს. შემდეგ შეაერთეთ ორივე ნაწნავი და დაიმაგრეთ უხილავი სარჭებით.
Photo credit: Shutterstock2. სქელი ნაწნავი

არ დაიჯერებთ – ეს ვარცხნილობა მოკლე თმისთვისაა განკუთვნილი! დაწყებამდე, შეიშხეფეთ მშრალ და სუფთა თმაზე დამატენიანებელი სპრეი ან უბრალოდ თერმული წყალი, რათა თმა არ აუვდეს და დამყოლი იყოს. ჩაწანით თმა თავის კანთან ახლოს. ყურთან რომ მიხვალთ, შეწყვიტეთ ახალი თმის დამატება, გადაწანით კიდევ 2-3-ჯერ და შეიკარით ბოლო რეზინით. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. ნაწნავები დაუდევარი იქნება – ასეც უნდა იყოს. ყველა ის თმა, რომელიც ქვემოთ აღმოჩნდა, კუდად შეიკარით და სარჭებით შემოახვიეთ დაწნული თმა პატარა კუდს.
3. წვრილი ნაწნავები

თუ “ბობი” გაგეზარდათ ან თმა ბოლოს დიდი ხნის წინ შეიღებეთ, მისი ბოლოები კი კონტრასტულად განსხვავდება ძირებისგან, ასეთი ასიმეტრიული ნაწნავები ვარცხნილობას ავანგარდსა და სითამამეს შესძენს! აი, ასეთი კრეატიული ქალური ვარცხნილობა გამოდის მოკლე თმაზე.
4. სარტყელი

ყველაზე მოკლე თმის ორიგინალურად დავარცხნაც შეიძლება, თუ მოკლე ნაწნავს თმის ზრდის ზოლზე გაიკეთებთ. ეს კარგი ვარიანტია, თუ წინამოს გაზრდას აპირებთ.
5. მაკრამე

დაჭიმეთ და დაიფიქსირეთ ფუძე თმა, რამდენიმე რიგი კი უფრო წვრილად დაახვიეთ და შემოახვიეთ ცენტრალურ რიგს. დაიფიქსირეთ ეს ქალური ვარცნილობა თმის სარებით.
6. ფრანგული ნაწნავი

სულ რამდენიმე ნაწნავი და უხილავი სარჭი ყურს უკან: ძალიან მარტივია!
7. თევზის კუდი

დიდი მოთმინება მოიმარჯვეთ, შედეგი ამად ღირს! დაიწანით რთული ხუთთითა და დაიფიქსირეთ ბაფთით. ხრიკი: თუ თხელი თმა გაქვთ, ხუთთითაში შეგიძლიათ რბილი, პლასტმასის ბიგუდები ან პაროლონის წვრილი ზოლი ჩაამაგროთ.
8. უკუღმა ჩაწნული თმა

იდეალურია მოზრდილი ბობისთვის. გამოდგება საღამოს ვარცხნილობადაც – არისტოკრატულად და დახვეწილად გამოიყურება!