ჩემი 3 რჩეული იაფფასიანი ნუდ-ტუჩსაცხი, ლუქს ხარისხით

0
1141

ტუჩსაცხი ნებისმიერი ქალის კოსმეტიკურ ან ხელის ჩანთაში უნდა მოიპოვებოდეს. იგი ქმნის შეუდარებელ ლუქს, სახის ზედა ნაწილის ნაკვთების ხაზგასმის ან დამალვის გზით. იაფფასიანი ნუდ-პროდუქტებითაც კი შეგვიძლია ლუქს კლასის ეფექტის მიღება. დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ჩვენს რჩეულ პომადებს, რომლებიც 30 ლარამდე ღირს, თუმცა, ხარისხით ლუქს ბრენდებს არ ჩამოუვარდება.

1. VIVIENNE SABO ROUGE CHARMANT ფერი 709

ნაზი ვარდისფერი შეფერილობა ნუდის ფარგლებში ჭუჭყიან ვარდისფერსაც ჰგავს. დღის შუქზე თამაშობს ცივი ნაპერწკლებით, რაც მას ფერის შენარჩუნებაში არ უშლის ხელს.

თუ მას ერთ ფენად წაისვამთ, თავშეკავებულ ფერს მიიღებთ. უფრო მაძღარი ფერის მიღება შეიძლება ფუნჯით, თუ ტუჩსაცხს ტუჩის ნაკვთებს ფრთხილად შეაზელთ. წაისვით რბილად, ტუჩის საზღვრებს რბილი ტექსტურის დახმარებით შეინარჩუნებთ.

შეიძლება წაიშალოს წახემსების ან სასმლის მიღების დროს. თუმცა, მაკიაჟის შესწორება მარტივია, ტუჩსაცხის ხელახლა გამოყენებით.

2. VIVIENNE SABO MATTE MAGNIFIQUE ფერი 218

ტუჩსაცხის რბილი ტექსტურა მუსს გვახსენებს. იგი ცხიმიანი არაა, როგორც იფიქრებთ, უბრალოდ, დამატენიანებელი მოქმედება აქვს. გამოყენების შემდეგ, ტუჩსაცხი არ გორგლდება, არ გროვდება ნაკეცებში და არ ქმნის კენჭებს.

ფერი ნუდ-ხორცისფერს მიეკუთვნება. იგი გამოდგება ნებისმიერი თავშეკავებული ყოველდღიური ლუქისთვის. აქვს რბილი, სასიამოვნო არომატი, რომელიც ტუჩებზე თითქმის არ იგრძნობა.

დღის ბუნებრივი განათების დროს, მას მოვარდისფრო ელფერი აქვს. ბუნებრივ სხივებზე ოდნავ გრილ, რუხ ფერს გამოსცემს. რამდენიმე საათის შემდეგაც კი მტკიცედ აზის ტუჩებს.

3. ESSENCE COLOUR UP! SHINE ON! ფერი 03

ტუჩსაცხი დაფერილ ბალზამს ჰგავს. წასმის შემდეგ საკმაოდ მტკიცე, ძლიერ, პიტნა-შოკოლადის სუნს ავლენს. არ ეებება, არ ქმნის კანის სიმშრალის შეგრძნებას.

ამ ტუჩსაცხს მოვარდისფრო-სუსხიანი ნუდი ფერი აქვს. თუ ფერთა ცივი ტიპი გაქვთ, გაჩნდება ისეთივე ელფერი, როგორიც ვარდის ფოთლებს აქვს. ისმება მარტივად, იდეალურად უსვამს ხაზს ტუჩის კონტურებს. თუ უფრო მაძღარი ფერის მიღება გსურთ, წაისვით ფუნჯით 2-3 ფენა.