
საინტერესოა, რატომაა კაცობრიობა ჩაციკლული კაცობრიობა სახის გაახალგაზრდავებაზე მაშინ, როცა ყურადღებას იმსახურებს სხეულის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილებიც.
კოსმეტოლოგიური პროცედურები, მაკიაჟი და სახლის პირობებში თავის მოვლის საშუალებები – სახე ყოველთვის ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრში იყო, როგორც პირადად, ისე საზოგადოდ. ასაკთან ერთად, ჩვენ სულ უფრო ვკონცენტრირდებით სახის კანის მდგომარეობაზე და ისე განვიცდით მის დაბერებას, რომ გვავიწყდება სხეულის სხვა ნაწილები, რომლებსაც ანტიასაკობრივი თანხლება სახესავით სჭირდება. კისერი, დეკოლტე, ხელის მტევნები, ყურები, იდაყვები და მუხლები – ამ ზონების ანატომიური თავისებურებების გამო, ისინი უფრო მეტად ექვემდებარება დაბერებას, ვიდრე სახე, თუმცა, მათ თითქმის არ ვუვლით.
“ქუთუთოები, ცხვირ-ტუჩის ნაკეცები და სახის ოვალი – ხშირად, პაციენტები ჩვენ სწორედ ამ მონაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მოგვმართავენ. თუმცა, მათი დამუშავების შემდეგ, ადამიანები სხვა პრობლემებსაც ამჩნევენ: ხელების დაბერებას, ყურების ჩამოწელვას, ცხიმოვან დაგროვებებს მუხლებსა და იდაყვებში – საბედნიეროდ, ესთეტიკური კოსმეტოლოგია და პლასტიკური ქირურგია ამ მხრივაც განვითარდა.” – აღნიშნავს პლასტიკური ქირურგი.
Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, სპეციალისტებთან ერთად ეპოვა გამოსავალი ამ პრობლემებიდან.
როგორ გავაახალგაზრდავოთ სხეული
1. კისერი

ამ ზონის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ვენერას წრეა: კისერზე განივი ნაოჭები, რომელთა არსებობის საფუძველს ფიზიოლოგიაში იპოვით. ისინი შეიძლება ახალგაზრდობაში გაჩნდეს, დროთა განმავლობაში კი, როცა კანი ელასტიურობას კარგავს, გაღრმავდება. ასეთ უარყოფით დინამიკას შეანელებს კისრის პროფესიონალური მოვლა: ვენერას წრეების მხოლოდ კრემებით მოშორება შეუძლებელია:
“მიმართეთ მძიმე არტილერიას. კუნთების ჰიპერტონუსის მოსახსნელად გირჩევთ ბოტულინოთერაპიას, რომელიც უნდა შეუთავსოთ ბიორევიტალიზაციასა და აპარატულ მეთოდებს, მაგალითად, ნემსიან RF-ლიფტინგს. რეკომენდებულია კისრის არმირების პროცედურაც, პრეპარატ პოლირძემჟავა Aesthefill-ის ფუძეზე. კისრის ღრმა ნაკეცების წინააღმდეგ, ჩვენ ვიყენებთ ბლანშირების ტექნიკას: ვავსებთ მათ რბილი ფილერებით Belotero Soft ან Art Filler.” – ამბობს ექიმი-კოსმეტოლოგი, ელენ სალივანი.
2. ყურები
Photo credit: Fedor Bitkovმთავარი ფაქტორი, რომელიც ამ დელიკატური ზონის დეფორმაციაზე ახდენს გავლენას, არის ისეთი მძიმე სამკაულების ტარება, რომლებიც წლების განმავლობაში წელავს ყურის ბიბილოებს. ყურის კანის ასაკობრივი ცვლილებები სახის კანის დაბერების პროცესის პარალელურად მიმდინარეობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი დროული შემჩნევა და სპეციალისტთან მისვლა.
“ყურის ნიჟრების ქსოვილები კარგად ექვემდებარება ფილერებით კორექციას – ასე ვავსებთ დაკარგულ მოცულობას და ვამცირებთ ნაოჭების რაოდენობას. ყურებს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარება აპარატული მეთოდებიც, მაგალითად, BBL-თერაპია Skin Tyte რეჟიმში.” – აღნიშნავს ექიმი-კოსმეტოლოგი. არსებობს უფრო რადიკალური მეთოდებიც, რომელთა განხორციელება მხოლოდ საოპერაციო მაგიდაზე შეიძლება. –“სახის გაფართოებული წრიული დაჭიმვის დროს, ჩვენ გვაქვს რეზეცირების საშუალება, ანუ, ვჭრით ყურის ბიბილოს ნაწილს, ვამცირებთ მის მოცულობას, შემდეგ კი ისევ დახვეწილ და დაჭიმულ, ახალგაზრდულ იერს ვაძლევთ.” – ამატებს იგი.
3. ხელის მტევნები

სხეულის ამ ნაწილის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ყოველთვის ღიაა და გარემოს მავნე ზემოქმედებას ექვემდებარება: მწველი მზე, ყინვა, საყოფაცხოვრებო ქიმია აშრობს ისედაც ნაზ კანს, რომელსაც თითქმის არ აქვს კანქვეშა ცხიმოვანი ფენა და ქონის ჯირკვლები. შედეგი: პიგმენტური ლაქები (ლენტიგო), კანის გაუხეშება და გამოფიტვა, ხელის გამოკვეთილი ძვლები.
-“პიგმენტაციას უმკლავდება ფოტოთერაპიის აპარატები, თუმცა, თუ კანი უკვე დანაოჭა, გონივრული იქნება მისი აღდგენა ლაზერული აფხეკით, შემდეგ კი საქმეში უნდა ჩაერთოს ჰიალურონის მჟავასა და ამინომჟავებზე დამზადებული პრეპარატების ინექციები, რომლებიც სიმშრალეს მოგიხსნით. არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია ვენებისა და ხრტილების გამოჩენა, რომელთა დამალვა შეგვიძლია მოცულობის აღმდგენი პრეპარატის, Radiesse-ის გამოყენებით.” – ხსნის სპეციალისტი.
4. იდაყვები და მუხლები

რამდენადაც იდაყვისა და მუხლის სახსრები ძალიან მოძრავია, ამ მონაკვეთებში კანი მუდმივად იწელება და სწრაფად “იცვითება”. გარდა ამისა, მუხლები და იდაყვები “ცხიმიანი ხაფანგების” ადგილია, რომლებიც ამახინჯებს სილუეტს და ექვემდებარება ჩამოწელვას.
-“ჭარბი კანქვეშა ცხიმის პრობლემას ლიპოლიტიკური პრეპარატების შეყვანით გადაჭრით. ანდეთ ამ ადგილებში კანის წამოწევა ულტრაბგერით SMAS-ლიფტინგ აპარატს, კანის რელიეფზე მუშაობა კი ფრაქციული ლაზერული თერმოლიზით უნდა დაასრულოთ.”
თვალსაჩინოა, რომ სრულყოფილი გაახალგაზრდავებისთვის, რომელიც არამხოლოდ სახეს, არამედ სხეულის სხვა ნაწილებსაც ეხება, მცირედით ვერ გამოძვრებით.
ელენ სალივანი დაჟინებით გვირჩევს: “კოსმეტოლოგიური პროცედურების გარეშე, ნუ მოელით გასაოცარ ეფექტს. კანს მხარს დაუჭერს და მისთვის ყოველთვის სასარგებლო იქნება სრულყოფილი კვება საკმარისი რაოდენობით სწორი ცხიმების, სასმლის რეჟიმის გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია კანის სწორი მოვლაც, გამოცდილი ანტი-ეიჯ ინგრედიენტებით (რეტინოლით, AHA-მჟავით, პლაცენტის ექსტრაქტითა და A, E, С ვიტამინებით). თუმცა, ყველაზე საიმედო გზა კოსმეტოლოგთან მიდის, რათა მასთან ერთად აღმოაჩინოთ დაბერების სამიზნე ზონები და მათზე მოქმედების ოპტიმალური მეთოდები.”