
უბრალოდ აირჩიეთ ერთ-ერთი კარტი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. მიჰყევით თქვენს ინტუიციას და Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი.
1. პირველი კარტი
სამსახური – თქვენ მარსი გმართავთ, რომელიც ახლა კარიერის სფეროში, ეკზალტაციაში იმყოფება. ეს კარგი საწყისი პოზიციაა, თუმცა, კარგი იქნებოდა, თუ სხვების მოთხოვნილებებსაც უგდებდით ყურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგ შთაბეჭდილებას ახდენდეთ საკუთარ კოლეგებზე. მთავარია, სწორად განსაზღვრო საერთო ინტერესები.
სიყვარული – ეცადეთ, შეცვალოთ პარტნიორისადმი დამოკიდებულება, ნუ ახვევთ მას თავს მუდმივად მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს. მარსი, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანს წარმოადგენს, მოწოდების სიმაღლეზეა, რაც თქვენს პარტნიორს დომინანტად აქცევს, ამიტტომ, მისი ცხოვრების რიტმს უნდა მოერგოთ.
ჯანმრთელობა – უმცირესი სტრესიც კი სისხლის მაღალ წნევას გამოიწვევს, რაც გულს მგრძნობიარეს ხდის ნებისმიერი ცვლილებისადმი.
2. მეორე კარტი
ბიზნესი – ინფორმაცია იმ ბიზნესის შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ, წარმატების გარანტს არ გაძლევთ. თუმცა, თქვენი კარგი ინტუიცია გკარნახობთ სწორ გამოსავალს. ნებისმიერი აჩქარებული მოქმედება გამოიწვევს სწრაფ და არასწორ გადაწყვეტილებას, არასწორი გზის არჩევას, ნებისმიერი შეკავება კი, თუნდაც ეს არაბუნებრივი და უსაფუძვლო იყოს, საიმედო ნაბიჯი იქნება. თუმცა, არსებობს სიტუაციებიც, რომლებიც არა თქვენს ნებაზე, არამედ გარშემომყოფთა მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
სიყვარული – ამ პერიოდის დინამიური მოვლენებისა და იმ პარტნიორის გამო, რომელსაც უნდა მოერგოთ, დიდ დისკომფორტს იგრძნობთ. თუმცა, ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს ხოლმე, ამიტომ ყველაფერი უკეთ წავა, ვიდრე ელოდით. სატურნი, თქვენი მეშვიდე ველის მმართველი, თუნდაც, ვენერასთან გაერთიანებული, ამ პერიოდში სასიყვარულო ცვლილებებს არ გიქადით.
ჯანმრთელობა – მეტი დრო დაუთმეთ ყურისა და კუჭის პრობლემებს.
3. მესამე კარტი
ბიზნესი – თქვენს ნიშანში იუპიტერი მსხვილ საქმიან მოვლენაზე მიუთითებს, თუმცა, მას შეფერხება და რთული რეალიზება მოჰყვება. ხანდახან, საკუთარ თავზე მოგიწევთ შესაფერისი ბიზნეს-რისკის აღება, კონკრეტული სიტუაციისა და სირთულის მიხედვით. ფინანსურ ტრანზაქციებში გამჭვირვალობა კარგ შემოსავალსა და გარკვეულ მატერიალურ სარგებელს გვპირდება. დაინტერესდებით ახალი საქმიანი შემოთავაზებით, რომელიც გთავაზობთ თანამშრომლობის გაფართოებას, თუმცა, ამ დროის განმავლობაში ყველა საჭირო ინფორმაციას ვერ აითვისებთ.
სიყვარული – მარსი, თქვენი პარტნიორობის მმართველია ეკზალტაციაში, რომელიც პარტნიორს აიძულებს, მხოლოდ საკუთარ თავს უსმინოს, თქვენ კი, თითქოს, მისთვის არ არსებობთ. ეს სიტუაცია დიდხანს არ გასტანს, ცოტაც მოითმინეთ. ერთი მხრივ, ვენერა და სატურნი, მეორე მხრივ, მერკურის ნიშნის ცვლილებები ძალიან რთულ ემოციურ ცხოვრებაზე მიუთითებს. ამ სიტუაციაში არაფერი გააკეთოთ, მიეცით მოვლენებს უფლება, თავისთავად განვითარდეს. თუმცა, იყავით ფრთხილად და დარწმუნდით, რომ ეფექტი საწინააღმდეგო არ იქნება.
ჯანმრთელობა – თქვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო თერაპია მოწეული სიგარეტების რაოდენობის შემცირება იქნებოდა. საერთოდ, მოეშვით ამ საშინელ ჩვევას. აგრეთვე, შეამცირეთ მოხმარებული ყავისა და ალკოჰოლის რაოდენობა – ნერვები უფრო ნაკლებად მოგეშლებათ ხოლმე.