ტესტი-მკითხაობა: აირჩიეთ ერთ-ერთი დამა – ის მომავალს გიწინასწარმეტყველებთ

0
1527

კარტებით მკითხაობას შეუძლია იმის თქმა, თუ როგორი მოვლენები გელით უახლოეს მომავალში. ეს რიტუალი ძველი დროიდანაა ცნობილი, მას მხოლოდ ნამდგილი ნათელმხილველები და ჯადოქრები ატარებდნენ.

დღეს Girl.ge-ის რედაქცია მკითხავის როლს ითამაშებს და თქვენს უახლოეს მომავალს ამოხსნის. ახლა უკვე შეგიძლიათ, წაიკითხოთ პროგნოზი, რომელიც თქვენს არჩევანს შეესაბამება.

თუ თქვენ აირჩიეთ

1. ყვავის დამა

რთული საქმიანი დიალოგი გელით. მალე რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე მოგიხდებათ საუბარი და საკუთარი იდეების წარდგენა. ბევრი უნდა იშრომოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა იქმყოფი ეთანხმება თქვენს შემოთავაზებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში უფროსობასთან სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებით საუბარი მოგიხდებათ.

თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ძლიერ იმპულსს მიიღებთ ფულადი და სულიერი ზრდისთვის. ამიტომ, დაიწყეთ მზადება დღეიდან.

2. გულის დამა

თქვენი დიალოგი თქვენი ცხოვრების ფინანსურ მხარეს შეეხება. აგრეთვე, ეს თემა შეიძლება სამსახურში ან ოჯახთან ურთიერთობისას წამოიჭრას. დარწმუნდით, რომ სწორად გეგმავთ ოჯახურ ბიუჯეტს, განსაკუთრებით, თუ ბუღალტრად მუშაობთ, გადაამოწმეთ, რამდენად წესრიგშია თქვენი კომპანიის ფინანსური ანგარიშგება. თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ დიალოგზე იქნება დამოკიდებული.

3. ჯვრის დამა

სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში გელით სერიოზული საუბარი საყვარელ ადამიანთან ერთად. შეგიძლიათ ასეთი დამღლელი საუბრისთვის გონებრივად მოემზადოთ, თქვენი ოჯახი კარგად გადაიტანს ამ უსიამოვნო მომენტს, ჩხუბის შემდეგ კი ცხოვრებაში დადებითი მოვლენების მთელი ტალღა გექნებათ.

4. აგურის დამა

თქვენ კი გელით დიალოგი, რომელიც შეგახსენებთ, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული. ეს შეიძლება იყოს გულახდილი საუბარი მეუღლესთან ან მოულოდნელი შეხვედრა წარსულიდან მობრუნებულ ადამიანთან. მზად იყავით იმისთვის, რომ ეს შეხვედრა თქვენს ცხოვრებას სერიოზულად შეცვლის.