სახის საგაზაფხულო ნიღაბი ერთი ლიმონითა და კვერცხით. კანი ელვარებს, ცოცხლდება, ახალგაზრდავდება

0
897

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ძალიან საინტერესო საშინაო კოსმეტიკურ საშუალებას კანის C ვიტამინით მოსამარაგებლად – ეს კანს ამკვრივებს, აელვარებს, ამცირებს ნაოჭებს და ავიწროებს ნასვრეტებს. ამ დიდებული ვიტამინის უარყოფითი მხარე კი გახლავთ ის, რომ ზედმეტად მყიფეა. ჰაერთან შეხებისას, იგი მჟავდება და თავის ჯადოსნურ თვისებებს კარგავს.კოსმეტიკის მწარმოებლები ვიტამინის ამ თავისებურებას უკვე დიდი ხანია ებრძვიან და ცდილობენ, მისი სტაბილური ფორმა შექმნან. თუმცა, ცნობილი ბრენდების ძვირადღირებული საშუალებებიც კი, რომლებიც C ვიტამინს შეიცავს, მჟავდება და ფენებადაც იყოფა, თუნდაც მაცივარში შენახვის დროს.ამიტომ, მსოფლიო ხალხურმა კოსმეტიკურმა აზროვნებამ მოიფიქრა, როგორ მოიპოვოს C ვიტამინი ციტრუსისგან და მაშინვე გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. ამ მეთოდის უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ერთ ჯერზე ლიმონის ერთი ნაჭერია საჭირო, დანარჩენი ციტრუსი კი კოსმეტიკური მოქმედებებისთვის აღარ გამოდგება, რამდენადაც უკვე ჰაერთან ჰქონდა ურთიერთობა და ამჟავდა.

ამიტომ, მოიმარაგეთ ჩვენებური ნატურალური ლიმონი და არა თურქული, უგემური.

სახის ნიღაბი სახლის პირობებში

  1. შეურიეთ არამეტალის ჭურჭელში (არამეტალის სარევით) 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. ნუშის ზეთი.
  2. ახლა გაჭერით ლიმონი და დააწურეთ პირდაპირ ნიღაბს 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი.
  3. მოურიეთ და წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე, კისერზე, დეკოლტეზე, ხელებზე და სხეულის სხვა იმ ადგილებზე, რომლებიც გაახალგაზრდავებას მოითხოვს. არ დაგავიწყდეთ ნიკაპქვეშა კანიც.
  4. ჟანგვის (ამჟავების) პროცესი რომ შეაჩეროთ, დაიხურეთ სახეზე წინასწარ მომზადებული და თვალ-ცხვირისთვის ამოჭრილი პოლიეთილენის ფენა (თუ თქვენთვის დუმილი ოქრო არაა).
  5. ხელებზე ჩაიცვით პოლიეთილენის ხელთათმანები.
  6. გაიჩერეთ ეს ყველაფერი კანზე ჯერ 5-7 წუთით. შემდეგ, როცა დარწმუნდებით, რომ კანი კარგად რეაგირებს ასეთ მოვლაზე, გაზარდეთ ნიღბის გამოყენების დრო 15-20 წუთამდე. უფრო მეტხანს გაჩერებას აზრი არ აქვს – ნიღაბი კანის გამო თბება და C ვიტამინი მაინც იწყებს ამჟავებას. მაღალ ტემპერატურებს იგი ვერ იტანს.
  7. ჩამოიბანეთ ნიღაბი და დაიტენიანეთ კანი მსუბუქი საშუალებით.

ეფექტი ნამდვილად აანაზღაურებს ამ ძალისხმევას. ყველაზე ძვირადღირებული საშუალებებიც კი, რომლებიც C ვიტამინს შეიცავს, არ გვაძლევს მსგავს შედეგს: კანი იჭიმება, ფერი თანაბრდება, პრიალებს და ელვარებს, ნაოჭები მნიშვნელოვნად გლუვდება

ჩაიტარეთ სრული გამაახალგაზრდავებელი კურსი ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, 15-20 ნიღბის სახით. ნიღბის მოქმედების გაძლიერებაში დაგეხმარებათ თითო ჩ.კ. თაფლი, მწვანე ჩაის, პიტნის, როზმარინის კონცენტრირებული ნაყენი… შეგიძლიათ, მას კურკუმაც დაუმატოთ.