3 შეცდომა თვალის მაკიაჟში: როგორ დავფაროთ დანაოჭებული ქუთუთოები

0
734

დღეს Girl.ge-ის რედაქცია გამოავლენს ზოგიერთ შეცდომას, რომლებსაც დანაოჭებული, ჩამოწელილი ქუთუთოს შემთხვევაში უშვებენ. ამისთვის გამოვყავით 3 შეცდომა, რომლებიც ჩამოწელილ ქუთუთოს კი არ ფარავს, პირიქით, ხაზს უსვამს მას. თუმცა, თუ ამ უზუსტობებს გამოასწორებთ, მიიღებთ შედარებით ახალგაზრდულ იერს.

როგორ გავიკეთოთ თვალის მაკიაჟი სწორად

1. ძალიან სქელი და გრძელი ისარი

ასეთი ისარი საერთოდ არ პასუხობს ჩამოწელილი ქუთუთოს თავისებურებებს. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ, როგორც წესი, ჩამოწელილი ქუთუთო გარდატეხს ასეთ ისრებს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ან მოკლე და წვრილი ისარი უნდა დახატოთ, რომელიც იმ ადგილამდე არ მივა, სადაც ისარი გარდატყდება, ან არჩევანი რბილ, გადასმულ ისრებზე შეაჩერეთ. მოკლედ, ისრების გამოყენება ჩამოწელილი ქუთუთოს შემთხვევაშიც შეიძლება. თუ ყველა ნიუანსს გაითვალისწინენთ, ისინი ძალიან კარგადაც გამოიყურება.

2. ღია და ბრწყინავი ჩრდილები ქუთუთოს ნაკეცში

ღია ან თუნდაც მბზინავი ჩრდილები, რომლებსაც მოძრავი ქუთუთოს ცენტრში ისვამთ, მომგებიანი აქცენტია, თუმცა, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ეს ჩრდილები ქუთუთოს ნაკეცში არ მოხვდეს. ასეთი შეცდომა ხაზს უსვამს ქუთუთოს ჩამოწელილობას.

თუ ეს უზუსტობა მაინც გაგეპარათ, უბრალოდ გადაატარეთ ოდნავ მუქ ფერში ამოვლებული ფუნჯი ქუთუთოს ნაკეცს.

3. მუქი, გადაუნაწილებელი ჩრდილები თვალის გარე კუთხეს

გადავიდეთ ბოლო შეცდომაზე. ესაა თვალის გარე კუთხეზე უხვად წასმული მუქი ფერის ჩრდილი, რომელიც არ გადაჩრდილეთ სწორად. როგორც ილუსტრაციაზე ხედავთ, ასეთი მოქმედება კიდევ უფრო წევს თვალის კუთხეს დაბლა.

ჩამოწელილი ქუთუთოს კორექტირებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ჩრდილების გადანაწილება საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. ამ უზუსტობის ჩასწორება მარტივია: გადატუშეთ წასმული ჩრდილი ზემოთკენ, ხოლო კუთხე, რომელიც ქვემოთ წავიდა, მოიშორეთ კონსილერით ან მიცერალური წყლით, ან უბრალოდ გადაიტანეთ ეს მუქი ჩრდილი ქუთუთოს ნაკეცში.

იმედია, გაერკვიეთ იმაში, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ დანაოჭებული თვალის შეღებვის დროს და როგორ შეიძლება მცირე უზუსტობების გასწორება. თქვენ რას დაამატებდით>