ტოპ-7 საშუალება თმის სწრაფი ზრდისა და გახშირებისთვის

0
1014

Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ თმის მოვლის საშუალებათა საოცნებო ნაკრებს, რომელშიც შედის ბუსტერი, ტონიკი, შრატი და ამპულები, რომლებიც ხელს უშლის თმის სწრაფ ცვენას და ასტიმულირებს ახალი, ძლიერი და ხშირი თმის ზრდას.

ამ საშუალებებმა 100%-ით რომ იმოქმედოს, გამოყენებამდე დაივარცხნეთ თმა – ასე თავის კანში გაააქტიურებთ სისხლის მიმოქცევას. შემდეგ დაიტანეთ პროდუქტი თმის გაყოფის ზოლებზე, იმოძრავეთ შუბლიდან კისრისკენ (სურვილისამებრ, ზიგზაგური მოძრაობებით), კარგად დაიზილეთ თავის კანი თითის ბალიშებით და არა ფრჩხილებით. ჩამოიბანეთ რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ – ეს კონკრეტულ საშუალებაზეა დამოკიდებული.

1. Vichy

თმისცვენის საწინააღმდეგო საშუალება Vichy Dercos Aminexil Clinical 5. რეკომენდებულია არანაკლებ 6 კვირის განმავლობაში, 3 დღეში ერთხელ ან ყოველდღე გამოყენება.

თმისცვენის გამოწვევა ბევრ რამეს შეუძლია: სტრესს, ცუდ ეკოლოგიას, ჰორმონულ ცვლილებებს, არასწორად შერჩეულ დიეტას, ორგანიზმის სეზონურ დასუსტებას. თუ ყველაფერი ერთბაშად მოგაწვათ და თმასაც დიდი სიხშირით კარგავთ, აუცილებლად მიმართეთ ტრიქოლოგს, დანარჩენ შემთხვევებში კი დაგეხმარებათ ეს უნიკალური საშუალება, რომელიც მოიცავს ვიშის თერმულ წყალსა და 1.5% ამინექსილს. თავისი არსით, ეს ქალებისთვის (!) განკუთვნილი პირველი კომპლექსური საშუალებაა, რომელიც ერთბაშად ყველა დონეზე (ძირებზე, თავის კანზე, თმის ბოჭკოებზე) ახდენს გავლენას, აჩერებს თმისცვენის პროცესს და იცავს თავის კანს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან. რეგულარული გამოყენებიდან 6 კვირაში, თმა გაძლიერდება, გამკვრივდება, გახშირდება. თანაც, დაიწყებს ზრდას და შეწყვეტს ცვენას.

2. Planeta Organica

თმისცვენის საწინააღმდეგო შრატი, რომელიც კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ.

პლანეტა ორგანიკას “მზარეულებმა” მოამზადეს ძალიან სასარგებლო კოქტეილი თავის კანისთვის, მექსიკური ცისფერი აგავას, წიწაკა ჩილის, მწვანე ლაიმის ორგანული ზეთისა და ზღვის მარილის შერევით (არ ვხუმრობთ). შედეგად, მათ მიიღეს სუპერ-ეფექტური შრატი, რომელიც აჩქარებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს თმის ბოლქვებს, ხელს უშლის თმისცვენასა და თმის მსხვრევადობას, უბრუნებს მას ძალასა და სიხშირეს.

3. L’Oréal Professionnel

თმისცვენის საწინააღმდეგო ამპულები L’Oreal Professionnel Serie Expert Aminexil Advanced. გამოიყენეთ ყოველდღე (ინტენსიური კურსისთვის) ან კვირაში სამჯერ (პროფილაქტიკის მიზნით), 28 დღის განმავლობაში.

გარდა იმისა, რომ ამ ჯადოსნური ამპულების შემადგენლობაში შედის ორმაგი მოქმედებს უმძლავრესი ფორმულა (Aminexil™+Omega-6), რომელიც უზრუველყოფს თმის გაძლიერებას, კვებასა და ზრდის სტიმულაციას,  Serie Expert Aminexil Advanced-ს სერიას გარედანაც აქვს ერგონომიული გორგოლაჭიანი აპლიკატორი, რომელიც აკონტროლებს პროდუქტის მოხვედრას თავის კანზე და მის თანაბრად გადანაწილებას. ამასთან, გორგოლაჭი ცვლის მასაჟორს, აძლიერებს მიკროცირკულაციას და საშუალებას უფრო ეფექტურად მოქმედებაში უწყობს ხელს.

4. Nioxin

თმისცვენის საწინააღმდეგო შრატი Nioxin Anti-Hair Loss Serum, რომელიც 8 კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა გამოიყენოთ.

ნიოქსინის პორტფოლიოში რამდენიმე ეფექტური საშუალებაა თმისცვენის საწინააღმდეგო, თმის გასახშირებლად და გასამკვრივებლად, ამ ყველაფერს კი სულ ახლახან დაემატა ინოვაციური შრატი Anti-Hair Loss Serum, უნიკალური ფორმულით, რომელიც Sandalore™-ს (სანდალოზის ხის სინთეტიკური არომატი), კოფეინის, ლაურინის მჟავასა და ნიაცინამიდს შეიცავს.

გასაოცარია, თუმცა, კლინიკურადაა დამტკიცებული, რომ თმის ბოლქვებს ყნოსვის რეცეპტორებიც აქვთ. სწორედ ისინი რეაგირებს სანდალოზის სურნელზე, რომელიც ასტიმულირებს და ახანგრძლივებს თმის ზრდის ფაზას, რითაც ნულამდე დაჰყავს ცვენის პროცესი. ამ ეფექტებს კი აძლიერებს დანარჩენი ინგრედიენტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ შრატის გამოყენების მინიმალური კურსი 2 თვეს მოიცავს, პირველ შედეგებს პირველივე გამოყენების შემდეგ იხილავთ, რაც, აგრეთვე, დამტკიცებულია: თმა უფრო მკვრივი იქნება, სავარცხელზე კი ღერები თითქმის აღარ დაგხვდებათ.

5. Weleda

თმის ზრდის მასტიმულირებელი, გამაძლიერებელი ტონიკი როზმარინით, Weleda Belebendes Haar-Tonikum. საშუალება ყოველდღე, დილას და/ან საღამოს, 2 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.

ურეცხავი ტონიკი  Belebendes Haar-Tonikum ბალახის თავბრუდამხვევი არომატით ბრენდის ბესტსელერია, რომელმაც იცის თავისი საქმე და მას უბადლოდ ასრულებს (2 კვირაში თავზე ქურქი ამოგივათ). მის შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური კომპონენტები შედის, რომელთა შორის იხილავთ პირშუშხას ფოთლების ექსპტრაქტსა და კურდღლის კომბოსტოს, როზმარინის ფოთლების ეთერზეთთან ერთად – ეს კოქტეილი ინტენსიურად კვებავს ძირებს, ებრძვის თმისცვენას და ასტიმულირებს მის ბუნებრივ ზრდას, აგრეთვე, ზრუნავს თავის კანის ჯანმრთელობაზეც.

6. Dr. Pierre Ricaud

სპრეი-ბუსტერი თმისცვენის წინააღმდეგ და ზრდის სასარგებლოდ, Dr. Pierre Ricaud Booster Capillaire Anti-Chute. იგი ყოველდღე, დილას ან საღამოს, 3-4 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.

ეს სპრეი გამოირჩევა აქტიური კომპონენტების, მაგალითად, აზიური ცენტელას ექსტრაქტისა და ბიოტინის, მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, რასაც თმაზე ერთბაშად ორმხრივი ზემოქმედება აქვს: აჩერებს თმისცვენას და, ამავდროულად, აღვიძებს მიძინებულ ბოლქვებს, ასტიმულირებს თმის ზრდას. დოქტორ პიერ რიქოდის მეცნიერთა მონაცემებით, ბუსტერის მუდმივი გამოყენებიდან 12 კვირაში, ზრდის ფაზაში გარანტირებული 6000 ღერი გელით (დამიჯერეთ, ეს ძალიან ბევრია!). სპრეი არაა წებოვანი და არ მოითხოვს ჩამობანას, ამიტომ დღის ნებისმიერ დროს გამოიყენება.

7. Martiderm

გამოიყენეთ თმისცვენის საწინააღმდეგო საშუალება Martiderm Hair System 3GF Ampoules Anti HairLos კვირაში სამჯერ (პროფილაქტიკის სახით) ან ყოველდღე, 28 დღის განმავლობაში (შოკური თერაპია, თუ საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო).

პროდუქტი Hair System 3GF Ampoules Anti HairLoss ებრძვის თმისცვენის თითქმის ნებისმიერ სახეობას, აქტიურ ინგრედიენტთა უნიკალური დაპატენტებული კომბინაციით, სახელად HGFx3. ქართულად რომ ვთქვათ, ეს ამპულები აჩერებს თმის უკონტროლო ცვენას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში, აღვიძებს მთვლემარე ბოლქვებს, კვებავს თმას და აიძულებს მას (კარგი ძალადობით) გაზრდას. ამასთან, კონცენტრატს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც იცავს და აძლიერებს ახალ თმას.